The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

access_time2020-07-02 20:00:03

გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).

 

დიდ ხუთეულში ერთადერთი არაჩინური ბანკი ამერიკული  JPMorgan Chase-ია  ($214  მლრდ.). უმსხვილესი ბანკების ათეულშია ასევე კიდეც 3 ამერიკული ბანკი (Bank of America, Wells Fargo და Citigroup), ბრიტანული HSBC და იაპონური Mitsubishi UFJ.30-ეულში ასევე ჩინელები დომინირებენ - 11 ბანკით, მეორე ადგილზე ამერიკელები არიან- 6 ბანკით, მესამეზე - იაპონია და საფრანგეთი (4-4 ბანკით).

 

The Banker-ის 2020 წლის რეიტინგს არამხოლოდ ჩინური „დიდი ოთხეულის“ ლიდერობის გაძლიერება, არამედ რეგიონული, მეორე ეშელონის ჩინური ბანკების დაწინაურება ახასიათებს.ისეთების, როგორც  Shanghai Pudong Development Bank, China Merchants Bank, Industrial Bank, China Minsheng Bank და China Citic Bank-ია. შედეგად, კაპიტალიზაციით ისინი უმსხვილეს ამერიკულ და ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებს გაუტოლდნენ.30 უმსხვილესი ბანკის რეიტინგში ამ წელს რუსული „სბერბანკიც“  შევიდა .მან  37-დან 27-ე ადგილზე გადაინაცვლა.

 

მთლიანობაში რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის მანძილზე კომერციულმა ბანკებმა რეკორდული კაპიტალი დააგროვეს - 8,7 ტრლნ. დოლარი. ეს 6%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს  და 79%-ით, ვიდრე 2010 წელს, როდესაც 2008-2009 წლის გლობალური კრიზისი დასრულდა.

 

როგორც ცნობილია, ამ კრიზისის შემდეგ, საერთაშორისი ფინანსურმა რეგულატორებმა ბანკებს კაპიტალის და მისი მოცულობებისადმი მოთხოვნები გაუზარდეს. ამის მიზანი საკრედიტო ორგანიზაციების ახალი კრიზისებისგან უკეთესი დაცულობა იყო.

 

 ფინანსურმა ორგანიზაციებმა ამ მოთხოვნების შესრულება აქტიურად დაიწყეს და უკვე 2015 საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2008 წლის შემდეგ ბანკების წინაშე დაყენებული ამოცანების შესრულების თაობაზე განაცხადა.

 


 2010-2015 წლებში მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა თავიანთი კაპიტალი 2010-2015 წლებში კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით  500 მლრდ. დოლარით გაზარდეს. 2015 წელს The Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაზელის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა უილიამ კოენმა განაცხადა: როგორც ჩანს, ჩვენ  გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ. სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულებულია, და სავარაუდოდ, ჩვენ ფინიშს ვუახლოვდებით.

 

The Banker აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის ფონზე ჩანს, რეგულატორების მოთხოვნები სწორი და გამართლებული იყო .სტატისტიკა მეტყველებს, რომ ბანკებმა 2019 წელი კარგ მდგომარეობაში დაასრულეს.

 

კაპიტალის რეკორდული მოცულობის გარდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დანაკარგების კომპენსირების საშუალებას იძლევა, ბანკებმა 2020 წლის დასაწყისისთვის აქტივებიც - 4,3%-ით, 128 ტრლნ. დოლარამდე - გაზარდეს.ასევე გადასახადების გადახდამდე მოგებაც 2,13-ით, 1,15 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა.

 

გასულ წლებში დაგროვილი პოტენციალი მოწინავე ბანკებს პანდემიის მიერ მიღებული დარტყმის შერბილებაში დაეხმარება. ამერიკული ბანკების ფინანსურმა ანგარიშებმა საკარანტინო ზომების და გაჩერებული ეკონომიკისგან ბანკებისთვის ზარალის მიყენება დაადასტურა.ბანკების მოგება რეკორდულად შემცირდა, რადგანაც მათ საკრედიტო ოპერაციებისგან მიღებული დანაკარგების გამო რეზერვებში სულ უფრო დიდი თანხების გადარიცხვა უწევთ.

 

The Banker -ის ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ 2020 წელი ჩინური ბანკებისთვისაც მძიმე იქნება. თუმცა, ამავე დროს ჩინეთი კორონავირუსით დაზარალებული პირველი ქვეყანა იყო, დღეს კი ეს ერთ-ერთი პირველია, რომელიც ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას უბრუნდება.

 

ამერიკული ბანკების სიძლიერე იმაშია, რომ მთლიანობაში მათი საქმიანობა კაპიტალის მართვის და დანაკარგების შემცირების თვალსაზრისით, ჩინურებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია.ჩინური ბანკები მსოფლიოს საბანკო აქტივების 24, 6%-ს ფლობენ. ამავე დროს გლობალური მოგების 28,4%-ს იღებენ, ამერიკული ბანკები კი აქტივების 13,5%პს ფლობენ, თუმცა, მათი მოგება მსოფლიოს საბანკო სისტემის 22-ს აჭარბებს.

 

 ევროპაში გამოცემამ უმსხვილესი ბანკების ისეთ მაჩვენებლებში როგორც გადასახადების გადახდამდე მოგება, აქტივების მოგება და კაპიტალის მოგება, უმნიშვნელო შემცირება დააფიქსირა.თუმცა, ამავე დროს, დადებითია ის ფაქტი, რომ საბერძნეთის, იტალიის  და პორტუგალიის ბანკებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გაკოტრების პირას იყვნენ, ამ დროისთვის ცუდი ვალების მოცულობები საგრძნობლად შეამცირეს.საკრედიტო ოპერაციების დანაკარგების დასაფარად ბანკების გადარიცხვები პორტუგალიაში 36%-ით, ხოლო იტალიაში და საბერძნეთში 22,8%-ით შემცირდა.

 

ამ  ერთ დროს პრობლემურმა ქვეყნებმა 2019 წელს ისეთი მაჩვენებელი, როგორც „გადარიცხვები აქტივების  გაუფასურების კომპენსირებისთვის“მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. პორტუგალიაში ის 4,6%-ით, იტალიაში 17%-ით, საბერძნეთში კი - 20,4%-ით შემცირდა.


წყარო: The Banker.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up