The Banker-მა საქართველოს ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

The Banker-მა საქართველოს ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

access_time2018-12-07 17:16:07

საქართველოს ბანკი, The Banker-მა 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო საქართველოს ბანკს 2006 წლიდან დღემდე უკვე მეექვსედ აქვს მოპოვებული. The Banker-ის მიერ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად მიჩნეული იყო ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგები, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი. გამოცემის ყურადღება მიიპყრო საქართველოს ბანკის სტრატეგიამ, მომხმარებელს შესთავაზოს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. მრავალფუნქციური ციფრული პლატფორმები, გამართული მობილბანკი და ურთიერთობის პროგრამები (PLUS).


„მოხარული ვართ, რომ მოვიპოვეთ წლის საუკეთესო ბანკის ტიტული. საქართველოს ბანკი კორპორატიული მართვის საუკეთესო სტანდარტებისა და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებით ჩამოყალიბდა როგორც მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპაში. ამან მოგვცა ფინანსური და ადამიანური კაპიტალის მოზიდვისშესაძლებლობა, რაც ჩვენი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა საქართველოს ბანკის შერჩევა. ეს ჯილდო არის საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და ვულოცავ მათ საერთაშორისო აღიარებას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.



ინფორმაციისთვის: მსოფლიოში წამყვანიფინანსურიგამოცემა The Banker1926 წლიდანგამოდის. The Banker- ისჯილდო„წლისსაუკეთესობანკი“კი დაარსებულია 2000 წელს და ის ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი საუკეთესო შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით. 






„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

“მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას თავის დროზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ამიტომ მივეცით არსებობის საშუალება“ - ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლოზე ლაგარდის განცხადებას აფასებენ

 “მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას თავის დროზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ამიტომ მივეცით არსებობის საშუალება“ - ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლოზე ლაგარდის განცხადებას აფასებენ
access_time2019-05-21 18:30:10
„ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“ — საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ეს სიტყვები საქართველოში ვიზის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა. ფაქტია, სასამართლო სისტემაში არსებეულ ხარვეზებზე, გამოწვევებისა და განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე...

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...


მსგავსი სიახლეები

up