The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს

The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს

access_time2021-01-11 12:00:00

„საქართველოს ეროვნული ბანკის დროულმა და გაბედულმა ღონისძიებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეარბილა“, - ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.



სტატიაში კობა გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საფინანსო სექტორზე COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით დროულად გაატარა.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კობა გვენეტაძე ხაზს უსვამს კრიზისამდე გატარებული ეფექტური და თანმიმდევრული ფინანსური ზომების მნიშვნელობას, რომელთა შედეგად საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მოქნილობაც შეინარჩუნა.



„ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ საგარეო შოკები საკმაოდ ხშირი მოვლენაა ისეთი პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პანდემიით გამოწვეული რეცესია არსებითად განსხვავდება ადრინდელი კრიზისებისგან. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი ბევრი მიმართულებით მიადგა. პანდემიის მსგავსი გლობალური შოკი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, ხაზს უსვამს იმას, რომ კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კრიზისამდელ პერიოდში გატარებული პროაქტიული და თანმიმდევრული ზომების წყალობით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მდგრადობა შეინარჩუნა.



2016 წლიდან საბანკო სისტემაში ვზრდიდით კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მოცულობასა და ხარისხს. კომერციული ბანკების მიერ გამომუშავებულმა სარგებელმა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა კაპიტალის დამატებითმა მოთხოვნებმა კომერციულ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერების დაგროვების და კრიზისთან ეფექტიანად გამკლავების საშუალება მისცა. დამატებითი მოთხოვნების ეტაპზე დაჩქარებული გადასვლა გამარტივდა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, აქციონერების მტკიცე მხარდაჭერითა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომით: საქართველოში არსებული ბანკები ძირითადად უცხოურ მფლობელობაშია, ხოლო ორი ყველაზე მსხვილი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. გარდა ამისა, გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო შინამეურნეობების ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია, რამაც ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მოქნილობა“,- აცხადებს კობა გვენეტაძე.




სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების ჭარბი ზრდის შესამცირებლად და ჯანსაღი დაკრედიტების ხელშესაწყობად, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია აამოქმედა. შინამეურნეობების დაკრედიტების წლიური ზრდა შემცირდა, ხოლო ბიზნესის დაკრედიტებისა და ინვესტიციების ზრდის მიზნით იურიდიული პირების დასაფინანსებლად მეტი თანხები გახდა ხელმისაწვდომი.



სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, არაერთი საგანგებო ღონისძიება გაატარა: სებ-მა გააფართოვა სისტემისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები რეალური ეკონომიკის დაკრედიტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად; დაეხმარა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი ინსტრუმენტით, რომელიც მიზნობრივი რაოდენობრივი შერბილების ანალოგიურია; მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უზრუნველყო რესურსებზე გაფართოებული ხელმისაწვდომობა სსფ-თან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში; შეამცირა კაპიტალის ადეკვატურობა; გამოაცხადა დროებითი მორატორიუმი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დანერგვაზე და ადგილზე შემოწმების შეჩერებაზე; მოუწოდა ბანკებს სესხების გადახდაზე მორატორიუმის ნათლად და გეგმის შესაბამისად გამოცხადება; ასევე, შემუშავდა მორატორიუმი იმ დარღვევებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზი კრიზისია. ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი ეფექტის შესარბილებლად, ზემოხსენებულ დროებით ღონისძიებებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა. სტანდარტული საპასუხო პოლიტიკის ძირითადი საყრდენი მაინც უცვლელი რჩება - ფასების სტაბილურობის მიღწევა მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმის პირობებში. პანდემიის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9%-დან 8%-მდე შეამცირა, რათა ხელი შეეწყო ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის და განაკვეთი ამ ნიშნულზე შეინარჩუნა.



სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკამ "შეაკეთე სახურავი სანამ მზე ანათებს", საფინანსო სისტემა კრიზისისთვის კარგად მოამზადა.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად, პოლიტიკურ ღონისძიებებზე მუშაობასთან ერთად, ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას. ასევე დღის წესრიგში პრიორიტეტად რჩება ინიციატივები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.



ინფორმაციისთვის: მსოფლიოს ავტორიტეტული გამომცემლობის Financial Times-ის ფინანსური გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან გამოდის.




თეგები:
The Banker



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up