„ტეხური კასკადი“ ლოკაციას იცვლის - „სახელმწიფო და ინვესტორი პანკისი ორის განმეორებას მოერიდა“

„ტეხური კასკადი“ ლოკაციას იცვლის - „სახელმწიფო და ინვესტორი პანკისი ორის განმეორებას მოერიდა“

access_time2019-08-07 13:00:47

„ტეხურის კასკადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია, პროექტის ინვესტორი ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯია“ და მისი განხორციელება ორი წელია შეჩერებულია.



ამის მიზეზი კი მთავრობის მიერ 2018 წლის 1 ივნისიდან ძალაში შესული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი“ გახდა. თუ ადრე ეს პროცესი მთავრობის დადგენილებით რეგულირდებოდა, პრემიერის დაქვემდებარებაში ახლად შემქნილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და ის აღნიშნულ პროექტში ერთგვარი პარტნიორი გახდა.



დღეს პროექტის დროში გაჭიანურების მიზეზად „ტეხური ენერჯის“ გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა სახელმწიფოს და ინვესტორი კომპანიის მხრიდან სოციალური რისკების მინიმუმამდე დაყვანას ასახელებს.მათ შორის, სრულად გამორიცხული უნდა იყოს მოსახლეობის მხრიდან პრობლემები. მისი განმარტებით, სწორედ ამის გათვალისწინებით, შეიცვალა პროექტის სქემა, კონფიგურაცია და ლოკაცია. თუ ადრე „ტეხური კასკადი“ დასახლებულ პუნქტთან ახლოს უნდა აშენებულიყო, ახალი ლოკაციით, მისი მშენებლობა სოფელ ლებარდესგან მოშორებით მოხდება.



„პროექტი ღირებულების ნაწილში და გამომუშავების ნაწილში ძირეულად არ შეცვლილა. ახალი რეალობებიდან გამომდინარე, მომზადდება ახალი გზშ-ე და ახალი გაანგარიშებები, რომელიც მოსახლეობას ხელს არ შეუშლის. ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნაა ეს და ამაში ჩვენც ვეთანხმებით. ეს აგვაცილებს „პანკისი ორის“ განვითარებას,“ აცხადებს ტყებუჩავა.




მისი განცხადებით,დაახლოებით 6 თვეში კომპანია დაასრულებს სამარათლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის, მზად იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც(გზშ). უკვე ამის შემდეგ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, რაც მშენებელი კომპანიის ქვეკონტრაქტორის შერჩევას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, 2020 წლის თებერვლიდან შესაძლოა მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყოს.



რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, კასკადის მშენებლობას საერთაშორისო ტენდერის შედეგად შერჩეული თურქული კომპანია „იენი გუნი“ განახორციელებს.



ისრაელელი ინვესტორები მარტვილის რაიონის სოფელ ლებარდეში 3 მცირე ჰესის მშენებლობას და კურორტ „ლებარდეს“ განვითარებას გეგმავენ.ტყებუჩავას ინფორმაციით, ტეხურა კასკადის მიერ გამომუშავებულ 1კვტ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 6 ცენტად იყიდის.



მისივე თქმით, ებრაული კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე დაახლოებით 190  მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მდინარე ტეხურაზე 3 მცირე ჰესის მშენებლობას მოიცავს, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 114 მეგავატი იქნება.რაც შეეხება კურორტ ლებარდეს განვითარებას, ტყებუჩავა აცხადებს, ებრაული კომპანია კურორტის განვითარებითაა დაინტერესებული.


სოფო ქსოვრელი





29 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

29 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-29 18:10:00
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?
access_time2020-09-29 20:00:00
როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს მობილიზებისთვის საკმარისი ადამიანური რესურსები გააჩნიათ - სომხეთს 1,4 მლნ., აზერბაიჯანს კი 3,8 მლნ. ადამიანის მობილიზება შეუძლიათ.   თუმცა, შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ნებისმიერმა ქვეყანამ რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გასცეს.   პირველი - შესაძლებელია თუ არა სწრაფი გამარჯვების მიღწევა უკვე არსებული ძალებით? მეორე - შეუძლია თუ არა ქვეყანას მობილიზებული ადამიანების იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით,...

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება
access_time2020-09-29 19:00:32
კვირას, დილის 4 საათზე, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მორიგი ომი დაიწყო.   საომარი შეტაკებები ორ ქვეყანას შორის მუდმივად ხდება იმის შემდეგ, რაც 90-ანი წლების დასაწყისში ხანგძლივი და სისხლისმღვრელი ომის შედეგად, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი მთიანი ყარაბახის ტერიტორია სომხეთმა დაიკავა.   1994 წელს მხარეებმა ზავი გააფორმეს, თუმცა ის მუდმივად ირღვევა. ბოლოს ეს ივლისში მოხვდა, როდესაც 2 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. როგორც...

„ეროვნული ბანკის ინტერვენციებს შესაძლოა უკუეფექტიც კი ჰქონდეს და ლარი უფრო გაუფასურდეს“ - ლევან სურგულაძე

„ეროვნული ბანკის ინტერვენციებს შესაძლოა უკუეფექტიც კი ჰქონდეს და ლარი უფრო გაუფასურდეს“ - ლევან სურგულაძე
access_time2020-09-29 16:30:35
COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს საკუთარი რეზერვებიდან 450 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურება ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეაჩერა. პირიქით, ჯამურად ლარი დოლართან მიმართებაში სექტემბერში თითქმის 7%-ით გაუფასურდა. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე...

entrepreneur: 11 საუკეთესო ვებგვერდი დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად

entrepreneur: 11 საუკეთესო ვებგვერდი დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად
access_time2020-09-29 17:30:33
არ აქვს მნიშვნელობა, გადასახადების გადახდის კიდევ ერთ გზას ეძებთ, პროფესიული განვითარების ახალ საშუალებებს თუ უბრალოდ, თავისუფლების შეგრძნება მოგწონთ, რასაც შტატგარეშე თანამშრომლობა გთავაზობთ, რადგან უკვე მილიონობით ადამიანი დარწმუნდა, რომ ამ ტიპის სამსახურს უზომოდ დიდი უპირატესობები აქვს. რაც უფრო პოპულარული ხდება ციფრული ცხოვრების სტილი, მით მეტად იზრდება რესურსების რაოდენობა შტატგარეშე თანამშრომელთათვის.   სამსახურის დამოუკიდებლად დასაწყებად საკმაოდ ბევრი...


მსგავსი სიახლეები

up