„თევზზე მოთხოვნა შემცირდა, ხალხი მაკარონზე და ბურღულეულზეა გადასული“

„თევზზე მოთხოვნა შემცირდა, ხალხი მაკარონზე და ბურღულეულზეა გადასული“

access_time2020-10-27 13:30:32

„თევზს ადამიანები პანდემიამდე უფრო ყიდულობდნენ, კრიზისის პერიოდში მოთხოვნა შემცირდა, რადგან ხალხი მაკარონზე და ბურღულეულზეა გადასული, თავის გასატანად ცხოვრობენ, ხოლო ვინც თავის გასატანად ცხოვრობს 15 და 20 ლარიან თევზს ნამდვილად ვერ იყიდის“, - ამის შესახებ  განუცხადა„კომერსანტს“ შპს „ენ პროდუქტის“ გენერალურმა დირექტორმა ნინი გაგნიძემ. კომპანია, რომელიც ძირითადად ტენდერებში მონაწილეობს ახლა ბიზნესის გადარჩენის ეტაპზეა გადასული. ნინო გაგნიძის განმარტებით, თევზზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ფასები გაიზარდა.

 

„მოთხოვნა რა თქმა უნდა შემცირებულია, რადგან ხალხს ფული არ აქვს, შეიძლება იაფფასიანი თევზი შეიძინო, თუმცა ძვირადღირებულ თევზს ადამიანები ვეღარ ყიდულობენ. მომწოდებლები გვეუბნებიან რომ კრიზისში არიან, ყველა წუწუნებს, პროდუქტს ნორმალურად ვერ ჰყიდიან. რეალიზაციის პრობლემა ყველას შეექმნა, საუბარი არ არის მხოლოდ ტენდერებზე და თევზზე, ქვეყანაშია ესეთი სიტუაცია, ხალხი უმუშევარია და ფული არ აქვთ. რძის ნაწარმიც და ხორციც გაძვირებულია, ადამიანები ვერც ამ პროდუქტებს ყიდულობენ“, - განმარტავს ნინო გაგნიძე.

 

ნინო გაგნიძის განმარტებით, კომპანიისთვის პროდუქტის რეალიზაციის მთავარი ადგილი ამ ეტაპზე საბავშო ბაღია, თუმცა მისი განმარტებით მოთხოვნა განახევრებულია, რადგან ბაღები სრული დატვირთვით არ მუშაობენ.

 

„ბაღში ორაგული შეგვაქვს, ვიცოდი, რომ თევზი 7 ლარი ღირდა, ტენდერი 9 ლარში მოვიგე, ახლა კი თევზის ფასი 9 ლარამდე გაიზარდა. ვისაც ძველი ტენდერები, ძველ ფასებში ჰქონდა მოგებული იმ კომპანიებს კრიზისმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ორაგული იმიტომ, შედის ბაღში, რომ თანხას სახელმწიფო იხდის. ჩვენთვის ესეც პრობლემა გახდა, რადგან საბავშო ბაღები იკეტება, ბევრი ბავშვი აღარ დადის. ადრე თუ იყო  100 კგ. შეკვეთა ახლა განახევრებულია. მოგებაზე აღარ ვმუშაობთ, ნაკისრი პასუხისმგებლობები კი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გვიწევს თავის გატანა, რათა შავ სიაში არ მოვხვდეთ, ხელშეკრულება არ გავაფუჭოთ, ჯარიმები არ დაგვაკისრონ და ა.შ.“, - განმარტავს კომპანიის გენერალური დირექტორი.


 

კიდევ ერთი პრობლემა რომელზეც შპს „ენ პროდუქტში“ საუბრობენ გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა. ნინო გაგნიძის თქმით, გაუფასურებულმა ლარმა კომპანიის ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა, რადგან პროდუქტის შეძენა, ლარის კურსის გამო გაზრდილი ფასით უწევთ.

 

„ფასი ბოლო 7 თვის განმავლობაში შეიცვალა. იქედან გამომდინარე, რომ თევზი ამერიკიდან შემოდის მიმწოდებლები, შეძენას დოლარში ახორციელებენ, შესაბამისად ჩვენც პროდუქტს დოლარის პროპორციულად, ლარში ვყიდულობთ. გვიწევს გაზრდილი ფასებით შეძენა. არჩევნები, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ლარის კურსი დოლართან მიმართებით 4 ლარი იქნებოდა“, ამბობს ნინო გაგნიძე.

 

ნინო გაგნიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდა იმ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დააწესა, ბიზნესს გადარჩენის საშუალება მისცა, თუმცა მისივე თქმით, შეღავათები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში გარკვეული ბიზნესები მოკვდება.

 

„ყველაზე კარგი რაც გააკეთეს არის, ის, რომ საშემოსავლო გადასახადი შეამცირეს, ტენდენცია თუ გაგრძელდება და დღგს- გადასახადი შემცირდება და ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესი არ მოკვდება. ფუნქციონირებას გავაგრძელებთ, უბრალოდ ყველაფერს გააჩნია ადაპტაციის უნარი, ყველა ვერგებით გარემოს, რა მოთხოვნაც იქნება ბაზარზე იმ მოთხოვნას მოვერგებით. თუ გვრჩებოდა 1 000 ლარი დაგვრჩება 500 ლარი, მაგრამ მუშაობას ნელ-ნელა გავაგრძელებთ, რათა არ ჩავიძიროთ და ელემენტარულად არ გავკოტრდეთ. საბავშვო ბაღები რომ დაიკეტოს, სამსახური აღარ მაქვს. ამაზე დამოკიდებული ჩემი ოჯახიც და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო.მგონია, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არჩვენების შემდეგ გადაწყდება, ან დავიღუპებით ან რაღაც გვეშველება“, - აცხადებს ნინო გაგნიძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up