მეთევზეობის მთავარი პრობლემა საკვების ინდუსტრიული წარმოების არქონაა

მეთევზეობის მთავარი პრობლემა საკვების ინდუსტრიული წარმოების არქონაა

access_time2021-07-28 11:00:19

საქართველოში თევზის საკვები ინდუსტრიულ დონეზე არ იწარმოება. მართალია, სულ რამდენიმე საწარმოა, რომელიც ამ მიმართულებით ოპერირებს, თუმცა, როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ამინდს ვერ ქმნიან და მათი წარმოება მცირე სეგმენტზეა გათვლილი. ამ დროს, იმპორტირებული კომბინირებული საკვები იმდენად ძვირია, რომ ხშირ შემთხვევაში წარმოებული თევზის გასაყიდი ფასი თვითღებულებასაც ვერ პასუხობს, რის გამოც თევზის მეურნეობებს ძალიან უჭირს. 


თევზის კომბინირებულ საკვებში ძირითადი ინგრედიენტი ისევ თევზია – ქაფშია, რომელსაც შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში საკმაოდ დიდი მოცულობით მოიპოვებენ. ამ დროს, როგორც ცნობილია, საქართველოდან თურქეთში ნედლეულის სახით გატანილი ქაფშია იქ გადამუშავდება და შემდეგ ძვირად ღირებულ მზა კომბინირებულ საკვებად შემოდის საქართველოში.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტის ელდარ კაშიას თქმით, საკვები ძირითადად უცხოეთიდან გრანულებად შემოდის, უმეტესწილად, თურქეთიდან.


,,წლიურად 80-90 ათას ტონა ქაფშიას მოვიპოვებთ,  რომელიც თითქმის მთლიანად გააქვთ თურქებს და საკვებად გადაამუშავებენ. შემდეგ ჩვენ ამას 3-ჯერ ძვირად ვყიდულობთ, - ამბობს კაშია და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი წარმოება განვავითაროთ, რა მიმართულებითაც მუშაობა მიმდინარეობს. 


,,აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში თევზის ყველაზე მაღალი ფასი საქართველოშია, მარტო კალმახი რომ ავიღოთ, დახალოებით 13 ლარი ღირს. 1 კგ კალმახის გასაზრდელად, მინიმუმ-6-7 ლარის ხარჯია გასაწევი. ჩვენ ნედლეული თუ გვექნება, ამ ხარჯის შემცირება 2 ლარამდე შეგვეძლება“, - ამბობს კაშია.



საქართველოში სულ რამდენიმე საწარმოა, რომელიც თევზის საკვების გადამუშავებით არის დაკავებული. ერთ-ერთი მათგანია შპს ,,მბმ“, რომელიც მზა პროდუქტს ექსპორტზე ჰყიდის, ნაწილსაც თვითონ გადაამუშავებს.


,,ქაფშიას მოვიპოვებთ, გადავამუშავებთ და ექსპორტზე გაგვაქვს, მათ შორის, ფქვილის სახითაც. ეს პროდუქტი გადამუშავდება, როგორც საკვები და აქტიურად გამოიყენება დანამატის სახით. თითზე ჩამოსათვლელია საწარმოები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. ცხადია, ბევრი რომ გაიხსნას, ადგილზე რეალზიაციის შესაძლებლობაც გაჩნდება და ექსპორტთან ერთად, შევძლებთ, გამომუშავებული პროდუქცია შიდა ბაზარსაც მოვახმაროთ. ჩვენ ვფლობთ  ლიცენზიას, გვაქვს  20 ათასი ტონის მოპოვების კვოტა, მაგრამ ამდენს რეალურად ვერ ვითვსიებთ, თევზის ნაკლებობაა. საექსპორტო თევზე ფაქტობრივად აღარ არის“, - ამბობს ,,კომერსანტთან“  თამარ ბერაია, კომპანია ,,მბმ“-ის წარმომადგენელი.


კომპანია ,,ნუტრიმაქსის“ ტექნიკური დირექტორი რევაზ ლაფაჩი ადასტურებს, რომ თევზის საკვების პრობლემა ნამდვილად არის ქვეყანაში, რადგან ძვირია კომბინირებული მზა საკვები, განსაკუთრებით ევროპიდან შემოტანილი პროდუქტი, რის გამოც განსაკუთრებით კალმახის წარმოებაში უჭირთ.


,,დღესდღეობით თევზის ქვირითი ნედლეულის სახით არ გამოიყენება. ის წარმოადგენს პროტეინის წყაროს და საკვებდანამატის ფუნქცია აქვს. მის მისაღებად, როგორც წესი, ქაფშიას იჭერენ და ხდება თერმული დამუშავება, რის შემდეგაც ცხიმს აცალკევებენ ცილოვანი  ნაწილისგან, რაც პროტეინის წყაროა. საკვებწარმოებაში ქვირითი არ გამოიყენება, რომც იყოს, კარგია, მაგრამ ძალიან ძვირი იქნებოდა. საქართველოში სულ 5 ქარხანა არსებობს ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც რეწვასა და თევზის ფქვილის დამზადებაზე ლიცენზიებს ფლობენ. მათი პროდუქცია გადის ექსპორტზე, ადგილზე ვერც ეყოლებათ  მომხმარებელი, რადგან  ინდუისტრია, რომელიც შექმნის თევზის საკვებს, რომელშიც იქნება ინგრედიენტი თევზის ფქვილი - თევზის ნარჩენწარმოება, არც არის საქართველოში. ჩვენს გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ასეთი წარმოება, რაზეც მუშაობა დაწყებულია და მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ“, - აცხადებს ლაფაჩი ,,კომერსანტთან“ საუბარში.


სპეციალისტების განმარტებით, ცილა თევზის საკვებში წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ საკვებ ნივთიერებას და ჩვეულებრივ შეადგენს საკვები ღირებულების 50-60%-ს. ჭარბი ცილა, რომელიც არ ხმარდება ზრდას, იხარჯება ენერგიაზე. ცილების ერთნაირი რაოდენობის გამოყენებით მატულობს თევზის ზრდის ინტენსიურობა.


თურქეთიდან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, 23 ქვეყანაში 2 852 503 დოლარის ქაფშიას ექსპორტი განხორციელდა.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up