თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე პრეზიდენტი ტრამპის გრაფიკი იმდენად გადატვირთულია, რომ ზოგჯერ ლანჩის მირთმევასაც კი ვერ ასწრებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New York Post ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გაზეთ The New York Times-ში სტატია გამოქვეყნდა, რომლის ავტორი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტს შუადღემდე სძინავს, რამაც დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია. კერძოდ, ერთ-ერთ ტვიტში აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ „დილიდან საღამომდე მუშაობს“.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ პანდემიის გავრცელების დაწყებიდან პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყოველ დღე ათეულობით სატელეფონო ზარს ახორციელებს.
„ყველაზე უფრო, რაც მაწუხებს ის არის, რომ პრეზიდენტს ზოგჯერ წახამსების დრო მაინც ჰქონდეს. ამის წინ ღამის 03:19 საათზე დამირეკა, როდესაც უკვე მეძინა. ხშირად სადილზე როდესაც გადის, სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა უწევს. ხუთი კვირის განმავლობაში, რაც აქ ვარ, თავისუფალი დრო სულ 10 წუთი თუ ექნებოდა ჯამში“, - განაცხადა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა, მარკ მიდოუსმა.
თეთრი სახლის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არის მომენტები, როდესაც პრეზიდენტს ლანჩისთვის საერთოდ არ სცალია ან ყველაზე დიდი 10 წუთი აქვს თავისუფალი დრო.
imedinews.ge