თეთრი სახლი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ სანქციების წინააღმდეგია

თეთრი სახლი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ სანქციების წინააღმდეგია

access_time2021-11-29 19:00:39

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დემოკრატიული პარტიის სენატორებს მოუწოდებს, არ მისცენ ხმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ისთვის (NS-2) სანქციების დაწესების პროექტს, რომელიც რესპუბლიკელებმა შემოიღეს.

 


ინიციატივა შესაბამისი პუნქტების შეტანას თავდაცვი ბიუჯეტში გულისხმობს და დემოკრატები პროცედურული სირთულეებით შეეცდებიან ამ საკითხის განხილვის დაბლოკვას.

 


დამატებითი სანქციების შემოღების მცდელობებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ეწინააღმდეგება.

 


რესპუბლიკელები რუსული გაზსადენის მიმართ განსაკუთრებით სკეპტიკურად არიან განწყობილები და პროექტის ჩაშლა მათი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 


ტრამპის ადმინისტრაციამ გარკვეული ზომები პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ მიიღო და მილსადენის მშენებლობის დასრულება თითქმის 1 წლის შეაფერხა. მოგვიანებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გერმანიასთან სამოკავშირეო ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით, NS-2-ის შეჩერებაზე და ახალი სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა.

 


თუმცა, ამავე დროს, რესპუბლიკური პარტია მკაცრი ზომების მომხრე კვლავ რჩება.

 



ამ ეტაპზე რესპუბლიკელების ინიციატივა გაზსადენის სერტიფიცირებაში მონაწილე კომპანიების და ასევე მილსადენის მმართველი Nord Stream 2 AG წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.

 


სახელმწიფო დეპარტამენტში ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებენ.

 


„ყველაფერი ისე გამოიყრება, თითქოს დემოკრატები პროცედურული სირთულეების შექმნას აპირებენ იმისთვის, რომ ეს, მათთვის ძალიან არასასიამოვნო საკითხი, კენჭისყრაზე არ დადგეს“, - განაცხადა ინფორმაციის ერთ-ერთმა წყარომ რესპუბლიკურ პარტიაში.

 


და ეს მაშინ, როდესაც თავის დროზე დემოკრატები დონალდ ტრამპს რუსეთის მიმართ შემრიგებლური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ და მისგან NS-2-ის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. თუმცა, ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ მათი პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.

 


თეთრი სახლისგან ოპონენტები ასევე უკრაინის საკითხში რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ. ამავე დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია NS-2-ი-ს მიმართ მიდგომის გამკაცრებისგან თავს იკავებს, რადგანაც გერმანიასთან კარგ ურთიერთობებს უფრთხილდება.

 


სწორედ გერმანიასთან ურთიერთობების გაუარესების თავიდან არიდების მიზნით ბლინკენი რესპუბლიკელების ინიციატივის დღის წესრიგიდან მოხსნას ცდილობს.

 


სენატში ასევე შეტანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის პროექტი, რომელიც ამჯერად დემოკრატმა ბობ მენენდესმა შეიტანა.



ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში NS-2-ს, პირადად ვლადიმერ პუტინის, რუსული სახელმწიფო კომპანიების და ბანკების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

 


22 დეკემბერს აშშ-მ შემოიღო შეზღუდვები კვიპროსული კომპანიის Transadria Ltd.-ს წინააღმდეგ, რომლის ხომალდიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობდა.

 


სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსული გაზსადენის ამუშავების შეკავებას განაგრძობენ. კრემლმა აშშ-ის ახალი სანქციები უკანონოდ და არასწორად შეაფასა.

 

The Hill





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up