UNDP Georgia-ს დახმარებით, თბილისის ზოოპარკის ვებგვერდზე შემოწირულობის გვერდი შეიქმნა, რომლის მეშვეობით მსურველებს თეთრი ლომისა და სხვა იშვიათი სახეობების კონსერვაციაში შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა.
როგორც UNDP Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, თეთრი ლომი ძალიან იშვიათი ცხოველია და მსოფლიოს სამოცდაათამდე ზოოპარკში თუ ბინადრობს.
თბილისის ზოოპარკის ბინადარი, კლეოპატრა აფრიკაში დაიბადა და 2009 წელს საქართველოში ჩამოვიდა. კლეოპატრა ადამიანებმა გაზარდეს, ამიტომ ახალ გარემოში ის ადვილად ადაპტირდა, თუმცა თავის მეფურ ხასიათს ხშირად ავლენს.
„10 აგვისტო ლომის მსოფლიო დღეა და ეს ულამაზესი სამეფო კატები ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, - აცხადებენ UNDP Georgia-ში.