ტესლამ ყველაზე იაფი, $35 000-იანი Model 3-ის გაყიდვები დაიწყო

ტესლამ ყველაზე იაფი, $35 000-იანი Model 3-ის გაყიდვები დაიწყო

access_time2019-03-01 21:00:56

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ტესლამ აშშ-ში Model 3-ის $35 000-იანი ვარიანტის გაყიდვა დაიწყო.


ამჟამად კომპანია Model 3-ის რამდენიმე სხვადასხვა ვერსიას ყიდის. ამ დრომდე, ყველაზე დაბალფასიანი მოდელი $42 900-დან იწყებოდა.


ამიერიდან Model 3-ის სტანდარტული ვარიანტის ფასი $35 000 იქნება, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 210 კილომეტრი იქნება, ნულიდან ასამდე ასაჩქარებლად კი მას 5,6 წამი სჭირდება. ერთი დატენვით მანქანას 354 კილომეტრის გავლა შეუძლია. ტესლა ასევე ანახლებს გაძლიერებული ელემენტის მქონე მოდელსაც, რომლის ფასიც $37 000-დან იწყება, ის ერთი დატენვით 386 კილომეტრს ფარავს.


Model 3-ის ახალ ვერსიებს შუშის სახურავი ექნება, რაც თავდაპირველად დაგეგმილი არ იყო, თუმცა მანქანას სავარძლების გასწორების ელექტრონული სისტემა არ ექნება. მანქანა შავ ფერში იქნება ხელმისაწვდომი, სხვა ფერების დამატება კი მის ფასს გაზრდის. ილონ მასკის თქმით, ტესლას ახალი ბიუჯეტური მოდელები ევროპასა და ჩინეთში დაახლოებით 3-6 თვეში გახდება ხელმისაწვდომი.


"დასაწყისიდანვე აღნიშნული მოდელის გამოშვება ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო. ეს შესანიშნავი მანქანაა", - განაცხადა მასკმა.


ახალი მოდელების შეძენა ტესლას ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ, აღსანიშნავია ISIC, რომ ამიერიდან ტესლას შეძენა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით მაღაზიებს ხურავს, რის შედეგადაც ტესლა მოდელების გაყიდვას ექვსი პროცენტით უფრო იაფად შეძლებს, სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო შეძლო კომპანიამ Model 3-ის ფასის $35 000-მდე შემცირება.



კომპანია მხოლოდ მცირე რაოდენობის მაღაზიებსა და გალერეებს შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიას მრავალი თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს.


"ჩვენთვის ამჟამად არ არსებობს არცერთი სხვა გზა, რომლითაც თანხის დაზოგვას და მანქანებზე ფასების შემცირებას შევძლებთ. სამწუხაროდ ეს ერთადერთი გამოსავალია, სხვა შემთხვევაში კომპანია ფინანსურად მომგებიანი ვერ იქნება", - აცხადებს მასკი.


მასკმა ზუსტად არ დაასახელა, თუ რამდენი თანამშრომელი დატოვებს კომპანიას, თუმცა მან განაცხადა, რომ ტესლა სერვის ცენტრების რაოდენობას გაზრდის, რის შედეგადაც შესაძლოა კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა საბოლოო ჯამში გაიზარდოს კიდეც.


ახალი წესების მიხედვით, ტესლას შეძენისას მომხმარებლებს მანქანის დაბრუნება ყიდვიდან შვიდი დღის განმავლობაში, ან 1 600 კილომეტრის გავლამდე შეეძლება.


Model 3 კომპანიამ პირველად 2016 წელს წარადგინა, მისი სამიზნე ფასი ყოველთვის $35 000 იყო, თუმცა ამ დროის განმავლობაში ტესლა იძულებული იყო, უფრო ძვირადღირებული მოდელები გეყიდა - მასკის თქმით, სხვა შემთხვევაში კომპანია "დაიღუპებოდა".


2018 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში Model 3-ის ძვირადღირებული მოდელების წყალობით ტესლა მოგებაზე ორი წლის განმავლობაში პირველად გავიდა.


უკვე რამდენიმე წელია მომხმარებლები და ინვესტორები ტესლასგან Model 3-ის $35 000-იან ვარიანტს დიდი ხანია ელიან, რის გამოც კომპანია დიდი წნეხის ქვეშ იყო.


"ამ მანქანის შექმნა 35 000 დოლარად შექმნა წარმოუდგენლად რთულია. მომავალში შეიძლება შეიქმნას უფრო იაფი მოდელებიც, თუმცა ეს მომდევნო მინიმუმ ორი ან სამი წლის განმავლობაში არ მოხდება", - აცხადებს მასკი.



თეგები:
ტესლა Model 3



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up