Tesla.Inc-ის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში - თვითმართვადი ავტომობილის ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

Tesla.Inc-ის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში - თვითმართვადი ავტომობილის ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

access_time2021-04-20 12:50:00

Tesla.Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა იანვარში თქვა, რომ თვითმართვადი ავტომანქანები კომპანიისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ამერიკული ავტომშენებელი და ენერგოკომპანია, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს აღნიშნულ ბიზნესში, თვითმართვადი ავტომობილების მეტად განვითარებას აპირებს.


შეგახსენებთ, რომ თვითმართვადი ავტონომია არის მეხუთე დონის ავტონომია, რომელსაც გადაადგილება ადამიანის მართვის გარეშე შეუძლია. ილონ მასკის განცხადებით, თვითმართვადი ავტომობილებით მოძრაობას მცირედი პრობლემებიღა აფერხებს. თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.


ამას მოწმობს შაბათს, ჰიუსტონში 2019 წლის Tesla Model S-ის ავარია, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შემდეგაც ის ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის ადგილას არავინ იყო, რასაც შემთხვევის ადგილზე მყოფი უბნის ინსპექტორიც აღნიშნავს. წინასწარი ინფორმაციით, დადგენილი არ არის, გამოიწვია თუ არა ავარია თვითმართვადმა სისტემამ.


ცნობისთვის, Tesla.Inc-ის ნახევრად ავტომატიზებული მართვის სისტემით გამოწვეული ავარიების გამო, რომელთა რიცხვი არ არის მცირე, აშშ-ის ავტოუსაფრთხოების სააგენტომ მარტში გამოძიება დაიწყო. 2019 წლიდან დღემდე Tesla.Inc-ის თვითმართვადი ავტომობილების ავარიების 27 შემთხვევა დაფიქსირდა.



Tesla.Inc-ის წარმომადგენლები ოფიციალურ ვებგვერდზე მძღოლებს მოუწოდებენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენებისას, რადგან ამჟამად მანქანები მძღოლის აქტიურ ზედამხედველობას მოითხოვს. „Tesla.Inc-ის თვითმართვადი ავტომობილებით მგზავრობისას უბედური შემთხვევის რისკი 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანით გადაადგილებისას“, – აცხადებს ილონ მასკი.


მიუხედავად ავტომობილების განვითარებულობისა, Tesla.Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის თავდაჯერებულობა უსაფრთხოების საკითხს არ ანეიტრალებს. კომპანიის კონკურენტების განცხადებით, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, გადატვირთულ ქუჩებში თვითმართვადი ავტომობილების გამოჩენა ნაადრევია.



forbes.ge


თეგები:
Tesla



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up