მილიარდელი ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა კონტროლდებოდეს - კომპანია Tesla-შიც კი. ბიზნესმენი დიდი ხანია საუბრობს ხსენებული ტექნოლოგიის ნეგატიურ პოტენციალზე და მას ბირთვულ იარაღსაც კი უწოდებს.
„ყველა ორგანიზაციმ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე და მის დახვეწაზე მუშაობს, უნდა მოახდინოს პროცესის რეგულირება, მათ შორის Tesla-მაც.“ - წერს Twitter-ზე ბიზნესმენი, კვლევითი კომპანიის MIT Technology Review- ს სტატიის საპასუხოდ, რომელიც OpenAI_ს კვლევით ცენტრს მიეძღვნა.
გამომცემლობის აზრით, ორგანიზაცია OpenAI-მ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ილონ მასკია, თავის პირვანდელ მისიას გადაუხვია - განევითარებინა უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტი. ამის ნაცვლად, OpenAI იმიჯით შეპყრობილი გახდა და ახლა მხოლოდ შემოსავალზეა ორიენტირებულია - ნათქვამია MIT Technology Review-ს სტატიაში.
ილონ მასკი ადრეც ხმამაღლა საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე. 2014 წელს მან თქვა, რომ ამ ტექნოლოგიასთან კაცობრიობა ფრთხილად უნდა იყოს. „პოტენციურად, ის ბირთვულ იარაღზე საშიში ტექნოლოგიაა“ - წერდა ბიზნესმენი Twitter-ზე. „ხელოვნური ინტელექტით ჩვენ ფაქტობრივად დემონს ვიძახებთ. თქვენ ალბათ იცით, ის ისტორიები, რომელშიც მთავარი გმირი პენტაგრამებით და წმინდა წყლით ხელში დარწმუნებულია, რომ ბოროტ ძალას გააკონტროლებს, მაგრამ რეალობაში ეს არ მუშაობს“ - ამბობდა მილიარდელი.
2018 წელს, როცა მილიარდელმა კომპანია OpenAI-დატოვა, რათა გაქცეოდა აზრთა სხვადასხვაობას ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, რომელიც Tesla-ს უპილოტო ავტომობილების შექმნისთვის გამოიყენება, მან გამომცემლობა Recode-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მასკი აცხადებს, რომ აუცილებლია შეიქმნას სპეციალური სამთავრობიო ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებს გარკვეულ წესებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენებისთვის. აქვე მასკი ეჭვს გამოთქვამს,რომ ასეთი კომიტეტი შეიქმნება.
მარიამ მორგოშია
Forbes.ru