Tesla-მ მეორე კვარტალში უკეთესი მოგება დააფიქსირა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ელექტრომანქანების გაყიდვებმა $1 მილიარდ წმინდა შემოსავალს მიაღწია, რაც 18 წლის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მონაცემია.
მთლიანი შემოსავალი ელექტრომობილების გაყიდვიდან $10,21 მლრდ–ს აღწევს.
პანდემიური 2020–ის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების აღდგენით კომპანიის მოგება გასამმაგდა და აქციაზე $1,45-მდე მიაღწია. ამან გადააჭარბა ანალიტიკოსთა შეფასების საშუალო 97 ცენტს. Tesla-მ ზედიზედ მერვე მომგებიანი კვარტალი აღნიშნა.
Model Y და Model 3 სედანის გაყიდვების მზარდი საოპერაციო შემოსავალი ოთხჯერ გაზარდა. ეს ჩიპების ნაკლებობისა და პორტების გადატვირთვის ფონზე.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Tesla ჯერ კიდევ არის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი საბაზრო ღირებულებით, მისი აქციების ფასი წელს 6,8%-ით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, მისმა კონკურენტებმა, როგორიცაა General Motors-ი და Ford Motor-ი, ზრდა აჩვენეს. ეს კომპანიები აგრესიულად გადადიან Tesla-ს მიერ დომინირებულ ელექტრომობილების ბაზარზე.
ამავე დროს, კომპანიის ბიტკოინის აქტივებმა 23 მილიონი დოლარი იზარალა.
energynews.ge