Tesla-ს გაყიდვების რეკორდული ზრდის შემდეგ ილონ მასკი 1 დღეში $33 მლრდ-ით გამდიდრდა

Tesla-ს გაყიდვების რეკორდული ზრდის შემდეგ ილონ მასკი 1 დღეში $33 მლრდ-ით გამდიდრდა

access_time2022-01-04 16:00:49

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 3 იანვარს $145 მლრდ-ით $1.205 ტრლნ-მდე, მისი დამფუძნებლის ილონ მასკი ქონება კი $33 მლრდ-ით $304 მლრდ-მდე გაიზარდა. ნახტომისებური ზრდის მიზეზი კვარტალური ანგარიში გახდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ტესლამ 309 ათასი ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 71%-ით, 2018 წლის ოთხივე კვარტალის ჯამურ მაჩვენებელს კი 26%-ით აღემატება.


2021 წელს ტესლამ ჯამურად 936 ათასი ელექტრომობილი გაყიდა. მსგავსი სტატისტიკა ტოიოტასთვის საგანგაშო იქნებოდა, ტესლასთვის კი ტრიუმფის მიზეზი გახდა. ის ერთადერთი ტრილიონიანი კომპანიაა არათუ ელექტრომობილებში, არამედ მთლიანად ავტოწარმოებაში. 2016 წელს ტესლამ მხოლოდ 76 ათასი ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა, 2018 წელს 245 ათასის, 2020 წელს კი 499 ათასის. ბოლო ერთ წელიწადში ტესლას გაყიდვები 87%-ით, ბოლო 5 წელიწადში კი 1130%-ით გაიზარდა.


ტესლა დაახლოებით იგივეს ამბობს ელექტრომობილების წარმოებაში, რასაც 1 საუკუნის წინ ფორდი ამბობდა ავტოწარმოებაში. ელექტრომობილების წილი მსოფლიოს ავტოპარკში 1%-ს ძლივს აღწევს, თუმცა ახალ ავტომობილებში ბევრ ქვეყანაში უკვე ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი უკავია და ნორვეგიაში ლიდერობს კიდეც. 2030 წლიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობა შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებასა და იმპორტის აკრძალვას გეგმავს, 2040 წლიდან კი გზებზე გადაადგილებასაც. ელექტრო ბატარეა ბენზინის ერთადერთი კონკურენტი არ არის, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტრომობილს უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე წყალბადზე ან სხვა რომელიმე ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილს.



2022 წლის დამდეგისთვის სერიულ გაყიდვებში ტესლა მხოლოდ 4 მოდელით არის წარმოდგენილი: Model S, Model X, Model 3 და Model Y. მათგან ყველაზე პოპულარული Model 3-ა. თუ Model S-ის ფასი $89 000-დან იწყება და $124 000-ზე ადის, Model 3-ის შეძენა $40 000-ადაც შეიძლება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია პიკაპის, სპორტული ჰიპერქარისა და 40 ტონიანი სატვირთოს დამატებაც.


ელექტრომობილების ბაზარზე ტესლასთან შედარებით ბევრად უფრო იაფი ევროპული და აზიური მოდელებიცაა წარმოდგენილი, თუმცა სიტყვა „ელექტრომობილის“ ხსენებაზე ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც თვალწინ ტესლა წარმოუდგება.


ჯერ კიდევ გასულ წელს ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $300 მლრდ-ს გადააჭარბა. მასკი თანამოქალაქე და კოსმოსურ ტურნეში მეტოქე ჯეფ ბეზოსს $108 მლრდ-ით უსწრებს. Tesla-სა და SpaceX-ის მოსალოდნელი შემდგომი წარმატებების ფონზე პლანეტის პირველ ტრილიონერად ქცევის შანსი სწორედ მასკს აქვს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up