TESLA-ს გაყიდვები 109%-ით გაიზარდა - მასკი 1 000 000-იანი ზღვარის გადალახვისთვის ემზადება

TESLA-ს გაყიდვები 109%-ით გაიზარდა - მასკი 1 000 000-იანი ზღვარის გადალახვისთვის ემზადება

access_time2021-04-18 17:00:11

Tesla-სა გაყიდვები 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული აღმოჩნდა. ელექტრომობილების #1 მწარმოებელმა ბაზარს 184 800 მოდელი მიაწოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 109%-ით აღემატება. წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტით - 510%-ით $120 მლრდ-დან $732 მლრდ-მდე გაიზარდა კომპანიის კაპიტალიზაციაც.


2020 ტესლასთვის საუკეთესო აღმოჩნდა. მისი ღირებულება 8.3-ჯერ $631 მლრდ-მდე გაიზარდა. პირველად სწორედ 2020 წელს გაყიდვებმა 500 000-იანი ზღვარი გადალახა, პირველად სწორედ 2020 წელს ტესლა მოგებაზე გავიდა. ტრანსნაციონალური კომპანიისთვის მოგება დიდი არ ყოფილა და $721 მლნ-ს შეადგენდა, მაგრამ ზარალიანი წლების შემდეგ თუნდაც დაბალმარჟიან მოგებაზე გასვლა ინვესტორებისთვის მკაფიო სიგნალი გახდა, რომ ტესლა მხოლოდ ენთუზიასტი ინოვატორი არ იყო და მისი აქციების ფლობას ფინანსური სარგებლის მოტანა შეეძლო.


აქციების ფასების ზრდის შედეგად, კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება $125 მლრდ-ით გაიზარდა და $151 მლრდ-ს მიაღწია. 14 აპრილის მდგომარეობით კი მასკის ქონება კიდევ $33 მლრდ-ით გაიზარდა, ის ამჟამად ჯეფ ბეზოსის შემდეგ პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია, იანვარში რამდენიმე დღით, როდესაც ტესლას ღირებლება პიკურ მაჩვენებელზე გავიდა და $848 მლრდ-ს მიაღწია. პირველ ადგილზეც იმყოფებოდა.


Tesla ილონ მასკმა 2003 წელს კალიფორნიაში დააფუძნა. პირველი ელექტრომობილი Tesla Roadster მან 2008 წელს გამოუშვა. პირველ მოდელს ბაზარზე დიდი გარღვევა არ მოუხდენია, გაყიდვებმა 2250-ს ვერ გადააჭარბა. ის უფრო ცნობილი 2018 წელს მას შემდეგ გახდა, რაც მასკმა, თავისი პირველი ელექტრომობილი, თავისივე რაკეტით - Falcon Heavy-ით მარსზე გააგზავნა. 2012 წელს ბაზარზე ლაქშერი კლასის Tesla model S გამოჩნდა, 2015 წელს კი ასევე ლაქშერი SUV Tesla model X. ნამდვილი წარმატება 2018 წლიდან Tesla model 3-ის გაყიდვებში ჩაშვებიდან დაიწყო. 2020 წელს დაგეგმილი იყო 40 ტონიანი სატვირთოს Tesla Semi-სა და სუპერქარ Tesla Roadster-ის გამოშვება. პანდემიამ გეგმები 1 წლით გადასწია. მასკი ირწმუნება, რომ ახალი Tesla Roadster 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს 400 კმ/სთ-ს განავითარებს და 1 დამუხტვით 1000 კმ-ს გაივლის და მხოლოდ $200 000 ეღირება, რაც ამ მონაცემების სხვა შიდაწვის ძრავიან კონკურენტებთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია.



2020 გამორჩეული მხოლოდ TESLA-სთვის არ ყოფილა. გასულ წელს ავტომობილების საერთო გაყიდვების 14%-იანი კლების ფონზე, შემცირდა 64 მლნ-მდე, ელექტრომობილების გაყიდვები 43%-ით 3.24 მლნ-მდე გაიზარდა. განსაკუთრებული 137%-იანი ზრდა ევროპაში დაფიქსირდა, სადაც 595 ათასის ნაცვლად 1.395 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა, რის შედეგადაც 2015 წლის შემდეგ პირველად ევროპამ ჩინეთს გაუსწრო. თავად ჩინეთში ზრდის ტემპი ბევრად უფრო ნაკლები - 12% იყო, აშშ-ში მხოლოდ 4%. იაპონიაში 28%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, დანარჩენ მსოფლიოში 24%-იანი მატება.


ელექტრომობილი და TESLA სინონიმები არაა, თუმცა სიტყვას ელეტრომობილის ხსენებაზე ადამიანთა უმრავლესობას სწორედ ტესლა და ილონ მასკი ახსენდება. მართალია ჩინურმა ბიუჯეტურმა Hong Guang Mini-მ ტესლა გაყიდვებით 2020 წლის მეორე ნახევრიდან გაუსწრო, მაგრამ ვერც ტექნიკური მახასიათებლებით და ვერც დიზაინით ჩინური მწარმოებელი მის უფროს ამერიკელ ძმასთან ახლოსაც ვერ მივა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Hong Guang Mini ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, TESLA კი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც ერთ-ერთ ქარხანას შანხაისშიც ფლობს.


2021-ში ახალი მოდელების გამოშვებასთან ერთად ნთავარ კითხვად რჩება შეძლებს თუ არა მასკი გაყიდვების შვიდნიშნა მაჩვენებელზე გასვლას? პირველი კვარტალი კალენდარულად წელიწადის დღეების 25%-ა, მაგრამ ბიზნესაქტიობის მიხედვით ბევრად უფრო ნაკლებია. მაგალითად შარშან იმავე ტესლამ პირველ კვარტალში გაყიდვების გეგმის მხოლოდ 17.7% შეასრულა, 2019 წელს - 17.2%, 2018 წელს კი 12.3%. იმ შემთხვევაში თუ წელსაც პირველი კვარტალის წილი 18%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ტესლას გლობალური გაყიდვები პირველად 1 მლნ-ს გადააჭარბებს.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up