Tesla Motors-ის ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია - აქციები, შესაძლებელია, 250-დან 10 დოლარამდე გაიაფდეს

Tesla Motors-ის ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია - აქციები, შესაძლებელია, 250-დან 10 დოლარამდე გაიაფდეს

access_time2019-05-23 19:30:40


2019 წლის დასაწყისიდან Tesla Motors-ის აქციები გაიაფდა 40%-ით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - Morgan Stanley-ის ექსპერტები თვლიან, რომ აქციები, შესაძლებელია,  250-დან 10 დოლარამდე გაიაფდეს .


ამის მიზეზია კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, საგადასახადო დავალიანებები და   ჩინეთში Tesla-ს ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა.


ბოლო თვეების მანძილზე Tesla-მ აქციების მეშვეობით დამატებითი 2, 7 მლრდ. დოლარი მოიზიდა, რაც  კომპანიას 1 წლით ლიკვიდურობის შევსების საშუალებას მისცემს - შემდეგ ფინანსური პრობლემები ისევ  აქტუალური გახდება.


Morgan Stanley-ის პროგნოზით, 2020-2024 წლებში კომპანია  ჩინეთში 165 000 ავტომობილს გაყიდის  და  9 მლრდ. დოლარის შემოსავალს მიიღებს, თუმცა ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხევაში, Tesla-ს ზარალი ამავე პერიოდში 16 მლრდ. დოლარს  გადააჭარბებს.


Tesla-ს აქციები ორშაბათს 200 დოლარამდე იმის  შემდეგ გაიაფდა,  რაც ანალიტიკურმა კომპანიამ Wedbush-მა „ილონ მასკის მეცნიერულ-ფანტასტიკური პროექტების“ და Model 3-ზე შედარებით დაბალი მოთხოვნის გამო მისი  მიზნობრივი მაჩვენებელი 230 დოლარამდე შეამცირა.


„სიტუაცია Tesla-ში ახლოსაა კრიტიკულთან, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებაზე, ხარჯების ოპტიმიზებაზე და Model 3-ზე მოთხოვნის ზრდაზე, ილონ მასკი აფართოებს ბიზნესს რობოტო-ტექნიკურ, კოსმოსურ და სხვა მეცნიერულ-ფანტასტიკურ პროექტებში,“ - წერს Wedbush-ის ანალიტიკოსი დანიელ აივსი ინვესტორებისთვის მომზადებულ ანგარიშში.



2019 წლის პირველ 3 თვეში  Tesla-ს ზარალმა  702 მლნ. დოლარს მიაღწია, შემოსავალი შემცირდა 37%-ით - 4,5 მლრდ. დოლარამდე, ხოლო ავტომობილების გაყიდვები შემცირდა 31%-ით.


 ილონ მასკი შეჰპირდა აქციონერებს, რომ კომპანია 2019 წლის მე-3 კვარტალში  ისევ გავა მოგებაზე და გაზრდის გაყიდვებს 400 000-მდე, თუმცა დენიელ აივსი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია - ყველაზე რეალისტური მაჩვენებელია 340-350 000 მანქანა.


„Tesla იმყოფება კრიზისულ სიტუაციაში, რადგანაც ამჟამად ახალ ქარხანას  აშენებს შანხაიში, ამზადებს ახალ მოდელს Model Y, იწყებს საშუალო საფასო კატეგორიის ავტომობილზე მუშაობას, შესაბამისად ხარჯები ძალიან დიდია, ფინანსური დეფიციტი კი იზრდება,“ - მიიჩნევს ანალიტიკოსი.


სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Tesla-ს თანაშმრომლებმა ილონ მასკისგან მიიღეს შეტყობინება ხარჯების შემცირებების დაწყების თაობაზე. მასკის თქმით, ამ ზომების გარეშე კომპანიას  ფული 10 თვეში დაუმთავრდება.


მარტში კომპანიის მენეჯმენტმა დაიწყო სადილერო ცენტრების და იქ მომუშავე კადრების შემცირდება, მაისის დასაწყისში  კი Tesla-მ გაყიდა 2,7 მლრდ. დოლარის ფასიანი ქაღალდები, თუმცა, ეს ფული  კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არაა საკმარისი.


მასკის წერილში ნათქვამია, რომ ის და ახალი ფინანსური დირექტორი ზაკ კირხორნი მკაცრად გააკონტროლებენ კომპანიის ყველა ხარჯებს - ხელფასებს, ქირას, სამივლინებო თანხები და ა.შ.


2019 წლის იანვარში Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გეგმავს შტატების შემცირებას 7%-ით, რაც არის ხარჯების ოპტიმიზაციის პროგრამის ნაწილი.


ჯერ კიდევ 2017 წელს Bloomberg-მა დაითვალა, რომ Tesla  წუთში 8000 დოლარს ხარჯავს, ხოლო 2018 წლის სექტემბერში General Motors-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბობ ლუტცმა  Tesla-ს უწოდა „კომპანია, რომელიც სწრაფად მიდის სასაფლაოს მიმართულებით“.


თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Tesla-ს ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ სწრაფ სიკვდილს, მაგრამ ასეა თუ ისე, კომპანია ჯერ მუშაობს და ქმნის პროდუქტს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.


არ იქნება გასაკვირი, ახლაც იგივე გამეორდეს.


თენგიზ აბლოთია



თეგები:
Tesla



სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up