ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla დაასრულა სათავო ოფისის კალიფორნიიდან ტექსასის შტატში გადატანის პროცესი. ახლა კომპანიის მენეჯმენტი არა პალო-ალტოში, არამედ ოსტინში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის მიერ ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ.
„კომპანიამ Tesla გადაიტანა სათავო ოფისი ტექსასის გიგაქარხანაში“, - წერია დოკუმენტში.
კომპანიის თავკაცმა ილონ მასკმა ტექსასში ოფისის გადატანის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა. მან მანამდე არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება კალიფორნიის ხელისუფლების მხრიდან პანდემიის დროს დაწესებული გარკვეული შეზღუდვების გამო.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"