ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ი წარადგინა — აღნიშნულის შესახებ TechCrunch-ი წერს.
Tesla -მ თავის მეორე ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგინა მოქმედი რობოტი. მასკის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის მუშაობდა „ყოველგვარი საყრდენის, მექანიკური მექანიზმების ან კაბელების გარეშე“. Tesla იყენებს აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემაში Autopilot ბოტისთვისაც. Tesla-ს ბოტი ასევე აღჭურვილია უსადენო კავშირით, აუდიო მხარდაჭერით და უსაფრთხოების ფუნქციებით, რაც კომპანიის თქმით, „მნიშვნელოვანია როგორც რობოტის, ასევე რობოტის გარშემო მყოფი ადამიანების დასაცავად“.
პრეზენტაციის მიზანი, რომელშიც Tesla-ს არაერთმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა არ იყო მხოლოდ მეტი პროგრესის ჩვენება. ამის ნაცვლად, ღონისძიება მიზნად ისახავდა გადმოცემას, თუ საით მიემართება Tesla. ამასთან, კომპანია მიზნად ისახავდა ნდობის გაძლიერებას მომხმარებლებში.
წყარო: techcrunch.com