ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ ჩინეთში, შანხაისთან ახლოს ქარხანა გახსნა. როგორც Bloomberg-ი წერს, ეს აშშ-ის საზღვრებს გარეთ კომპანიის პირველი ქარხანაა.
ქარხნის გახსნის ცერემონიას Tesla-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი დაესწრო. პირველი მყიდველი შანხაისთან ახლოს მცხოვრები გახდა. ეს ქარხანა იქნება პირველი, სადაც Model Y-ს გამოუშვებენ, რომელიც, პირველ რიგში, ჩინური ბაზრისთვისაა გათვლილი.
გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Tesla ევროპაში პირველ ქარხანას ბერლინში ააშენებს.
imedinews.ge