Tesla გერმანიაში გიგაქარხნის ასაშენებლად მილიარდიან სახელმწიფო დახმარებას მიიღებს

Tesla გერმანიაში გიგაქარხნის ასაშენებლად მილიარდიან სახელმწიფო დახმარებას მიიღებს

access_time2021-09-06 20:00:04

გერმანიის მთავრობა წლის ბოლოსთვის დაასახელებს თანხის ოდენობას, რომელსაც, სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანია Tesla-ს გადასცემს. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი ფინანსურ მხარდაჭერას ბერლინის მახლობლად დაგეგმილი ბატარეების ქარხნის მშენებლობისთვის მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო Reuters წერს.


ევროკავშირმა იანვარში ქარხნის მშენებლობის გეგმა მოიწონა, რომელიც ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის Tesla-ს, BMW-სა და სხვა მწარმოებლების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბლოკის მიზანია, დარგის ლიდერის, ჩინეთის იმპორტი შეამციროს. ევროკავშირის მიერ დამტკიცებული პროექტი, European Battery Innovation 2,9 მლრდ ევროს (3,45 მლრდ დოლარის) ღირებულებისაა და მასში 40-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ეს პროექტი 2017 წელს ჩაშვებული European Battery Alliance-ის გაგრძელებაა, რომელიც წიაღისეული ენერგიიდან ელექტრომობილებზე გადასვლის მიზნით, დარგის მხარდაჭერას ითვალისწინებდა.


გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, Tesla ბერლინთან ახლოს, გრიუნჰაიდში აკუმულატორების ქარხნის მშენებლობაში 5 მლრდ ევროს ინვესტირებას გეგმას. ეს ქარხანა ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის დანამატი იქნება, რომლის მშენებლობაც იმავე ადგილზე, თითქმის, დასრულებულია.


„ინვესტიციების უჩვეულოდ დიდი ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილების ამერიკული მწარმოებელი 1,14 მლრდ ევროს ოდენობის გერმანიის სახელმწიფო სუბსიდიაზე აკეთებს გათვლას,“ - წერს ადგილობრივი გაზეთი Tagesspiegel. მისი ვერსია, თითქმის, ემთხვევა Business Insider-ის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომ Tesla, სახელმწიფო ფინანსირების ფარგლებში, გერმანიის მთავრობისგან ქარხნის მშენებლობისთვის 1 მლრდ ევროზე ნაკლებს არ მიიღებს.



თუმცა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში საბოლოო თანხას ჯერ არ ასახელებენ, რადგან ავტომწარმოებელსა და ევროკომისიას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. სამინისტრო თანხის ოდენობას წლის ბოლოსთვის დაასახელებს.


აგვისტოში Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა იმედი გამოთქვა, რომ გრიუნჰაიდის ქარხანა პირველ ელექტრომობილებს ოქტომბერში ან შემდგომ მოკლე პერიოდში გამოუშვებს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის გიგა ქარხნის გახსნა Tesla-მ ერთხელ უკვე გადადო და ამის მიზეზად გერმანიის ბიუროკრატული ბარიერები დაასახელა. ამასთან, ქარხნის მშენებლობას, გარემოს დაცვის კუთხით, ადგილობრივი მოსახლეობაც შეეწინააღმდეგა.


გასულ კვირას გერმანიის ეკონომიკის მინისტრ პიტერ ალტმაერმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი Opel კაიზერსლაუტერნში აკუმულატორების ქარხნის მშენებლობისთვის 437 მლნ ევროს სახელმწიფო გრანტს მიიღებს.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up