Tesla-ას თანადამფუძნებელი EV-ბატარეის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

Tesla-ას თანადამფუძნებელი EV-ბატარეის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

access_time2021-09-16 19:30:00

Redwood Materials-ი ბატარეების გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს თანადამფუძნებლისა და JB Straubel-ის ყოფილი ტექნიკური ხელმძღვანელის, ჯეფრი სტრობელის მიერ შეიქმნა. Redwood Materials-ი გამოყენებული ლითიუმ-იონური უჯრედებისა და ელექტრონიკის ღირებული მასალის აღდგენას და ინვესტიციის სახით, ამერიკაში ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო მასალის შემქმნელ ქარხანაში $1 მილიარდზე მეტის ჩადებას გეგმავს.


აშშ-ის შტატ ნევადაში დაფუძნებული კომპანია Redwood Materials-ი, რომელმაც ივლისში ლითიუმის კობალტის, ნიკელისა და სხვა მეტალების აღსადგენად $700 მილიონი მოიზიდა, ბატარეების მასალის წარმოებისთვის გადამუშავებული პროდუქტის გამოყენებას აპირებს, რომელსაც ის შემდგომში ლითიუმ-იონის უჯრედების შემქმნელებს მიჰყიდის. Redwood-ი ქარხნისთვის ტერიტორიას სავარაუდოდ 2022 წელს შეარჩევს. კომპანიის გათვლებით, 2025 წლისთვის ქარხანა მილიონობით ელექტრომობილისთვის საკმარის, წლიურად 100 გიგავატ/საათის კათოდური მასალისა და ანოდური კილიტას წარმოებას შეძლებს. გარდა ამისა, საწარმო 1,000-ზე მეტი მუშახელის დაქირავებას და 2030 წლისთვის, გადამუშავების ხუთჯერ გაზრდას გეგმავს.


აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმა ემთხვევა ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანს, გაზარდოს ელექტრომობილების გაყიდვები კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად. თუმცა გეგმის შესრულება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ბატარეის წარმოების გაფართოებასა და ბატარეის უჯრედებში შემავალი კომპონენტების წარმოების ლოკალიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე თითოეული უჯრედისთვის საჭირო ანოდისა და კათოდური მასალები ძირითადად აზიის კონტინენტზე იწარმოება.



Pitchbook-ის თანახმად, 2017 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, Redwood-მა $740 მილიონის თანხა მიიღო, მისი ღირებულება კი ამჟამად 3.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ის იყენებს ძველი ბატარეებისა და ელექტრონიკის მასალებს, რომელთაც მისი პარტნიორებისგან, მათ შორის, Panasonic-ისა და Envision AESC-სგან იღებს. 2020 წელს კომპანიამ 10 000 ტონა ნარჩენი დაამუშავა და წელს რამდენიმე გიგავატ/საათის მასალას გადაამუშავებს. პაკეტის ზომის მიხედვით, ერთ გიგავატ/საათი ბატარეის მასალა 10,000-დან 20,000-მდე ელექტრომობილისთვის იქნება საკმარისი.



forbes.ge

თეგები:
Tesla



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up