ტერორისტული აქტების გახშირების მიუხედავად საერთაშორისო ტურიზმი 4%-ით გაიზარდა

ტერორისტული აქტების გახშირების მიუხედავად საერთაშორისო ტურიზმი 4%-ით გაიზარდა

person access_time2016-03-24 13:00:07

ბელგიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კვლავ დაკეტილია, თუმცა ევროკავშირის არაოფიციალურ დედაქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ თავდასხმებს ტურიზმზე უარყოფითი გავლენა აქვს, წარსული გამოცდილების მიხედვით, ქვეყნები ჩვეულ ეკონომიკურ რიტმს მალე უბრუნდებიან. 


„ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ეკონომიკური აქტივობა ლავირებას ახერხებს,“ – განაცხადა IHS Global Insight-ის ეკონომისტმა, ფრანჩესკა პეკმა. ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი კარგი მაგალითებია: 2004 წელს მადრიდში განხორციელებულ ესპანეთის ყველაზე სისხლიან ტერაქტს 191 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს მიხედვით, ესპანეთის ტურიზმი მომხდარიდან რამდენიმე კვირაში ძველი ტემპებით მუშაობდა.

 

2005 წელს ლონდონის ტერაქტის დროს 52 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ტურიზმზე მნიშვნელოვნად არც ამას უმოქმედია. მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭომ კვლევა გასულ 10 წელიწადზე ჩაატარა და დაასკვნა, რომ ტერორიზმს ტურიზმზე დამანგრეველ ბუნებრივ მოვლენებთან შედარებით გაცილებით ნაკლები უარყოფითი გავლენა აქვს. აღსანიშნავია ასევე სასტუმროების ინდუსტრია, რომელიც ტერორიზმის შემდეგ განხორციელებული საკომუნიკაციო სტრატეგიების დამსახურებით ნაკლებად ზარალდება. ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმიდან 34 თვის მანძილზე ქალაქის სასტუმროებს არაერთი პრობლემა ჰქონდათ, თუმცა მადრიდისა და ლონდონის სასტუმროებს ძველ კონდიციებში დასაბრუნებლად 12 და 9 თვე დასჭირდათ. გაეროს მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ 2015 წელს არაერთი ტერორისტული აქტი იხილა, საერთაშორისო ტურიზმი 4%-ით გაიზარდა და გასულ წელს ტურისტთა საერთო რაოდენობამ 1.2 მილიარდი ადამიანი შეადგინა. „მსგავს მოვლენებს გავლენა მხოლოდ მცირე დროით და ისიც კონკრეტულ არეალებში აქვთ - ამას გამოცდილება გვიჩვენებს,“ – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სანდრა კარვაომ. გასულ წელს ტაილანდის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია 19%-ით გაიზარდა. 



მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ სქოუსილის მიხედვით, ტაილანდმა ტურისტები დაარწმუნა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. რაც შეეხება პარიზს, ნოემბრის ტერაქტის შემდეგ (130 გარდაცვლილი) სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით შემცირდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათი რაოდენობა ჩვეულ მოცულობას 6 თვეში დაუბრუნდება. 


2015 წელს განხორციელებული ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმების სია ასეთია: 1. ბაგა, ნიგერია, 7 იანვარი, 2000 გარდაცვლილი; 2. სინაის ნახევარკუნძული, 31 ოქტომბერი, 224 გარდაცვლილი; 3. გარისა, კენია, 1 აპრილი, 147 გარდაცვლილი; 4. ქობანი, სირია, 25 ივნისი, 146 გარდაცვლილი; 5. მაიდუგური, ნიგერია, 20 სექტემბერი, 145 გარდაცვლილი; 6. სანაა, იემენი, 20 მარტი, 137 გარდაცვლილი; 7. პარიზი, საფრანგეთი, 13 ნოემბერი, 129 გარდაცვლილი.



 



ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up