თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.
ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.
ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის ავტომობილში ჩაჯდა და თავდასხმის ადგილი მძევლებთან ერთად დატოვა, ავტომობილს კი სამართალდამცველი მართავს.
3 მძევლის გარდა, სხვა მძევლები გათავისუფლებულები არიან. ისინი დასაკითხად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით წავიდა ავტომობილი.
წყარო: ფორმულა