წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია უკვე შემუშავებულია.
როგორც გეგმიდან ირკვევა, ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე სპა ცენტრი და მცირე ზომის სადიაგნოსტიკო ცენტრი მოეწყობა. ასევე დაგეგმილია, თერმული პარკის, თერმული აუზის, ღია საკონცერტო დარბაზის, დეკორატიული ბაღის, ექსტრემალური ველო ტრასის, ტყის ქოხები (Tiny Forest Cabin), სპორტული კომპლექსის, საგამოფენო და სტარტაპების პარკის, ტექნოლოგიური პარკის მუზეუმის, დამოუკიდებელი კვების წყაროს მქონე ფერმების, სათბურების მოწყობა.
ასევე, წარმოდგენილი კონცეფციით, დაგეგმილია განსხვავებული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, სხვადასხვა დიზაინის მქონე კოშკების შექმნა.
ცნობისთვის, გეგმის შემუშავებაზე საპროექტო ჯგუფი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მუშაობდა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა; ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“იმუშავა; პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის საერთაშორისო გუნდმა შეაფასა. საპროექტო ჯგუფი ასევე მოიცავდა კულტურის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს.
bpn.ge