Terminal - ი მზად არის დისტანციური მუშაობისთვის 250 - ვე უცხოელი მიიღოს და განათავსოს

Terminal - ი მზად არის დისტანციური მუშაობისთვის 250 - ვე უცხოელი მიიღოს და განათავსოს

access_time2020-09-08 13:30:55

საერთო სამუშაო სივრცეების ქსელი Terminal - ი პრემიერ მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც  დისტანციური მუშაობისთვის  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას თავაზობს.  Terminal - ის დირექტორის ჯინო დოლინის  განცხადებით, მზად არიან ამ ინიციატივის განხორციელებაში მხარი დაუჭირონ მთავრობას და ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყველა საჭირო პირობა შესთავაზონ პროდუქტიული მუშაობისთვის.

 

პანდემიის გამო ბევრი უცხოური კომპანია თუ ფრილანსერი ცდილობს დროებით გადაინაცვლონ მწვანე ზონად წოდებულ ქვეყნებში და უსაფრთხო გარემოდან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ამ მოთხოვნით ჩვენც არაერთი უცხოელი დაგვიკავშირდა, რადგან Terminal -ი არის სივრცე, სადაც  კომპანიას თუ ჯგუფს შეუძლია ნებისმიერი ვადით იქირაონ ოფისი ან სამუშაო სივრცე, სადაც დახვდებათ ყველა პირობა მუშაობისთვის: საოფისე ავეჯი, სწრაფი ინტერნეტი, დალაგების სერვისი, 24 საათიანი მიმღები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები ონლაინ თათბირებისთვის თუ სხვა ნებისმიერი რამ, - აცხადებს ჯინო დოლინი.

 

Terminal - ს თბილისში უკვე 5 ფილიალი აქვს, მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე და ჩუღურეთში. 5-ვე ფილიალში საერთო სამუშაო სივრცეში ადგილების რაოდენობა არის - 821, ინდივიდუალური ოფისი - 53, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახები - 19.

 

ამ მოცულობით რეგიონში ყველაზე დიდი ქოვორქინგ სივრცე ვართ, ამიტომ თავისუფლად შევძლებთ განვათავსოთ 250 და მეტი უცხოელიც და გაგვაჩნია რესურსი სტანდარტებისა და რეგულაციების  დაცვით მოვემსახუროთ მათ, - აცხადებს Terminal - ის დირექტორი.


 

მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება Terminal- ს უკვე 5 წელია აქვს, ამ დროისთვის მათი  სივრცეებით სარგებლობს 40-მდე ექსპატი, მათ შორის კორეა, იაპონია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, რუსეთი, ირანი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.

 

ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ შევხვდეთ პროექტის კოორდინატორებს ეკონომიკის სამინისტროდან და მათთან ერთად განვიხილოთ, არა მხოლოდ ხარისხიანი მომსახურების საკითხები, არამედ შევთავაზოთ სპეციალური ფასები, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ამ ინიციატივას.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

 

 



თეგები:
terminal



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up