ტერეზა მეიმ და ანგელა მერკელმა Brexit-ის გადადების საკითხი განიხილეს

ტერეზა მეიმ და ანგელა მერკელმა Brexit-ის გადადების საკითხი განიხილეს

access_time2019-04-09 22:10:03

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი Brexit-ის საკითხზე შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ტერეზა მეი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ბერლინში უკვე შეხვდა, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კი პარიზში შეხვდება.


აუდიენციის დასრულების შემდეგ მერკელმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ან 2020 წლის დასაწყისამდე Brexit-ის გადავადება შესაძლებელი იყო.


ტერეზა მეის მიზანია, მოიპოვოს ლიდერების მხარდაჭერა Brexit-ის ამოქმედების 30 ივნისამდე გადავადების საკითხში.



გასულ კვირას ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს Brexit-ის 30 ივნისამდე გადავადების თხოვნით მიმართა. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა ამ საკითხს კენჭს 10 აპრილს დაგეგმილ საგანგებო სამიტზე უყრის, რომელსაც მეიც დაესწრება.


თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები Brexit-ის გადავადებას მხარს არ დაუჭერენ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 12 აპრილს, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დატოვებს.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის თარიღის შეცვლაზე კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ახალი თარიღი უნდა დაასახელოს, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ბოლოს კი ბრიუსელს წარედგინოს.


imedinewss





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up