ტერეზა ჩერვინსკა - ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ შეთანხმდნენ

ტერეზა ჩერვინსკა - ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ შეთანხმდნენ

access_time2021-04-28 13:54:19

ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო ევროპელებო, დიდი პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაფართოების და ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში,- ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ განაცხადა ვიდეო მიმართვაში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


„პანდემიით განპირობებული ყველა სირთულისა და შეზღუდვების მიუხედავად, 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა, ხელი შეუწყო ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა კაპიტალდაბანდება ჰოსპიტალური სექტორის სასიცოცხლო განახლებასა და მთავარ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რითაც ქვეყანას დაეხმარა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ეკონომიკის ამოქმედებაში.


ახლა კი, დადგა დრო კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსთვის! ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ალგეთი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთებს. სამუშაოების დასრულების შედეგად, საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და სამეწარმეო შესაძლებლობები. ქვეყანაში ვიხილავთ უფრო სწრაფ სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ახალი დაფინანსებით ხდება ევროპელთა გუნდის მხარდაჭერის გაფართოვება, რათა უფრო სწრაფად მოხდეს გამანადგურებელი ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან თავის დაღწევა. ამ ინიციატივით მოხდება კავშირების გაძლიერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. მადლობას მოგახსენებთ იმ ნდობისთვისაც, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკისადმი გამოხატავთ,“-აცხადებს ტერეზა ჩერვინსკა.




თეგები:
პროექტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up