ტერაბანკმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა

ტერაბანკმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა

access_time2016-06-08 18:20:32

ტერაბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"იურიდიული ფირმა „BLB“-ის მიერ ტერაბანკის საწინააღმდეგოდ გამართულ პრესკონფერენციას ვაფასებთ, როგორც ბანკზე ზეწოლისა და ჩვენი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.  ეს კამპანია მიზნად ისახავს ბანკის იმიჯის დაზარალებას და პროცესის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გატანას.


დღეს გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა და არ შეესაბამება რეალობას.


მათი ქმედება განპირობებულია იმით, რომ ბანკმა იურიდიულ ფირმას თანხის გადახდის უსაფუძვლო მოთხოვნაზე უარი უთხრა.


ტერაბანკი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად იცავს ყველა თავისი მეანაბრის ინტერესს და წლების მანძილზე ინარჩუნებს კლიენტების ერთგულებასა და ნდობას.



რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, მოვლენათა ქრონოლოგია ამგვარია:


ორი თვის წინ ბანკს განცხადებით კლიენტის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ მიმართა და მოითხოვა კლიენტისთვის გარკვეული თანხის გადახდა იმ საფუძვლით, რომ თითქოს ბანკმა მისი კლიენტის ანაბარი მიითვისა.


აღნიშნულის განცხადების მიღებისთანავე ბანკმა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მეშვეობით დაჩქარებული წესით ექსპერტიზა ჩაუტარა მეანაბრის მიერ ხელმოწერილ ყველა დოკუმენტს.


ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კლიენტის ხელმოწერა განცხადებაზე, რომლითაც კლიენტმა განკარგულება მისცა ბანკს მისი კუთვნილი თანხით სხვადასხვა სასესხო ვალდებულებები დაფარულიყო, არის ნამდვილი. შექმნილ მოცემულობაში, როდესაც ექსპერტიზის შედეგების მიხედვით დადგენილი იყო კლიენტის ნამდვილი ნება თანხის საბოლოო განკარგვაზე, ბანკი მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას კლიენტისათვის რაიმე თანხა გადაეხადა.


ამავე დროს ექსპერტიზამ ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთ შუალედურ დოკუმენტზე კლიენტის ხელმოწერის ნამდვილობა, რის გამოც ბანკმა 2016 წლის 17 მაისს გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, რადგან პირველ რიგში ბანკის ინტერესებშია ანაბართან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოძიება და სწორი სამართლებრივი პროცესების წარმართვა.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტერაბანკი აცხადებს, რომ იურიდიული ფირმა „BLB“-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ბანკმა მიითვისა მეანაბრის კუთვნილი თანხა სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება."



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up