ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ტერაბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 30,264,667 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 2,552,009 ლარი.
2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ტერაბანკის“ ზარალმა 19,550,904 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მოგებაზე გავიდა და მისი წმინდა მოგება 12,882,956 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „ტერაბანკის“ მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმ 41,660,646 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 4,548,213 ლარი.
2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,094,898,346 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 975,123,662 ლარი შეადგინა.