ტერაბანკის პლასტიკური ბარათით უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდაც შესაძლებელია

ტერაბანკის პლასტიკური ბარათით უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდაც შესაძლებელია

access_time2019-11-01 09:55:36

ტერაბანკის პლასტიკურ ბარათებს ახალი ფუნქცია დაემატა. ამიერიდან მათი მეშვეობით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სტანდარტული საფასურის გადახდაცაა შესაძლებელი. სიახლე ვრცელდება დედაქალაქის ტრანსპორტზე, მათ შორის მეტროზე, ავტობუსებზე, და საბაგიროებზე.


„ახალი ფუნქცია ტერაბანკის მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით მოსახერხებელს გახდის. მათ მგზავრობისთვის ცალკე ბარათის ტარება და მასზე ჩარიცხვების განხორციელება აღარ მოუწევთ, რაც დამატებითი კომფორტი იქნება. ვფიქრობთ, ეს სიახლე ბევრი მომხმარებლისთვის იქნება სასიამოვნო“, - აცხადებენ ტერაბანკში.


საზოგადოებრივი ტრანპორტით სარგებლობის საფასურის გადახდა მგზავრებს ვიზასა და მასტერქარდის ყველა ტიპის ბარათებით შეუძლიათ. მათი აღება ტერაბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.



(R)

თეგები:
ტერაბანკი



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up