ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

access_time2019-07-17 10:45:20

ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.

 

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ შეტყობინებას, შემდეგ კი ლოგიკურად პასუხობს მას.

 

ბოტის ფუნქციები მრავალფეროვანია: ტერაბანკის პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მომხმარებლების ბანკის სატელეფონო სერვისცენტრის თანამშრომლებთან დაკავშირება და სხვა. ამასთან, ავტორიზაციის შედეგად, ტერაბანკის ბოტი მსურველებს მიმდინარე პერსონალურ ფინანსურ მონაცემებსა თუ შესრულებულ ტრანზაქციებზე მონაცემებს აწვდის, უთვლის კონკრეტულ დროში სხვადასხვა მიმართულებით დახარჯულ თანხებს, ფინანსურად უგეგმავს სასურველ პერიოდს, ახსენებს მათ სესხისა თუ კომუნალური გადახდების თარიღებს, იხდის გადასახადებს კლიენტის მოთხოვნით და ა.შ.

 


„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ტერაბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ჩვენი ბოტის შექმნაც სწორედ ამ პრიორიტეტების ფარგლებში დაიგეგმა. დისტანციურ მომსახურებაში ბოტების გამოყენება ერთ-ერთი პოპულარული ტრენდია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტერა ბოტის ხელოვნური ინტელექტი ქართულ რეალობაში არსებულ ბოტებთან შედარებით, კიდევ უფრო დახვეწილი, ინოვაციური და პერსონიფიცირებულია“, - აცხადებენ ტერაბანკში.

 

ტერაბანკის ბოტის შექმნაზე — კომპანია Optio AI -მ  ბრენდსა და ინოვაციურ კამპანიაზე კი „ლივინგსტონმა“ იმუშავა. შეიქმნა პერსონიფიცირებული ბრენდი - „ინფლუენსერი“ ტერა ბოტინი, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა და საზოგადოებას რეალურ ადამიანად გაეცნო. იგი მსურველებს ფინანსების მართვის საჭიროებასა თუ ზოგადად ფინანსებზე რჩევებს უზიარებდა, თანხების სწორად განკარგვაში ეხმარებოდა და მომხმარებლების კეთილგანწყობაც ძალიან მალე მოიპოვა.

 

ტერაბანკის ბოტი სრული ფუნქციონალით მუშაობს და მასთან გასაუბრება თუ ფინანსური კონსულტაციის მიღება ყველა მსურველს  ფეისბუქის მესინჯერით შეუძლია.  https://www.facebook.com/terabotin/

 

 

NS


თეგები:
ტერაბანკი



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება
access_time2020-09-23 11:00:02
„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ოპერირებას. პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით ხორციელდება. „air georgia“-ს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან გადამწყვეტ ფაზაშია. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს რთული გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.   „უპირობოდ გვაქვს შანსი, რომ...


მსგავსი სიახლეები

up