ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი სტუდენტური სესხების უპრეცედენტო პროგრამას იწყებენ

ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი სტუდენტური სესხების უპრეცედენტო პროგრამას იწყებენ

access_time2020-06-18 12:30:34

ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ერთობლივი უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებას იწყებენ. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში პირველად დაინერგება სტუდენტური დაფინანსების გრძელვადიანი სისტემა და შემუშავდება ახალი, უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს.


ტერაბანკისა და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლობის შედეგად იქმნება დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხი და კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეული უნივერსიტეტების სტუდენტებს გრძელვადიანი სესხითა და სწავლის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ. შესაბამისად, პროგრამა ხელს შეუწყობს და გაზრდის ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობას. 


„ტერაბანკი იქნება პირველი სიფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ამ უპრეცედენტო წამოწყებას განახორციელებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ცხადია, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, როგორიც ათასწლეულის ფონდია, ტერაბანკისთვის ღირებულ და საპასუხისმგებლო პარტნიორობას წარმოადგენს. ამავდროულად, იგი შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.
აღნიშნული უნიკალური პარტნიორობა შესაძლებელი გახდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.


„მოხარული ვართ, რომ მრავალეტაპიანი ტენდერის შედეგად, გამოვლინდა გამარჯვებული პარტნიორი ბანკი საქართველოში, რომელთან ერთადაც ჩვენ ვქმნით დროულ და საჭირო, დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების პროგრამას. აღნიშნული საბანკო პროდუქტის შექმნა პასუხობს ფონდისა და აშშ-ის ათასწლეულის კორპორაციის მიზნებს, რომელიც გულისხმობს განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდასა და კორპორაციის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებო პროექტების მდგრადობას საქართველოში“ ,- აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.




პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები. მემორანდუმით გათვალისწინებული პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ კონკრეტულ პროდუქტსა და სხვა სიახლეებს ტერაბანკი ივლისის თვიდან წარადგენს.


(R)

თეგები:
ტერაბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up