ფოთის თიზ-ში 2022 წელს 3 ახალი საწარმო გაიხსნება

ფოთის თიზ-ში 2022 წელს 3 ახალი საწარმო გაიხსნება

access_time2022-01-25 10:00:39

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე „კომერსანტთან” 2022 წლის გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მიმდინარე წელს არაერთი ახალი პროექტი იგეგმება, მათ შორის 6000 კვ.მ საწარმოო ფართში განთავსდება ტექსტილის საწარმო, რომელის ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდება 2022 წელს.



„ახალი პროექტებიდან, რომელთანაც ვახორციელებთ მოლაპარაკებებს, აღსანიშნავია რამოდენიმე, კერძოდ 3000 კვმ ფართობის სასაწყობე მეურნეობის განვითარება, რაც მოგვცემს საშუალებას ინვესტორებს შევთავაზოთ სასაწყობე და მზა საწარმოო ფართები. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებეს ლუბრიკანტების მწარმოებელ კომპანიასთან, სამაცივრე ვაგონების მწარმოებელ კომპანიასთან. უკვე დაასრულა გარემოზე ზემოქმედების შეფასება ერთ-ერთმა ახალმა პროექტმა, რომელიც გეგმავს თიზ-ში კალცინირებული ნავთობის კოქსის წარმოებას. ცალკე უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი მასშტაბური საწარმოო პროექტი - ტექსტილის ქარხანა, რომელის ექსპლუატაციაში ჩაშვება ასევე დაგეგმილია 2022 წელს. საწარმო განთავსდება 6000 კვ.მ საწარმოო ფართში, რომელის მშენებლობა მიმდინაროებდა და წარმატებით დასრულდა 2021 წელს. საწარმოში დააახლოებით 400 მდე ადგილბორივი დასაქმდება და ორიენტირებულია ექსპორტზე“, - აღნიშნავს დავით ებრალიძე.



„კომერსანტთან“ ებრალიძემ თიზ-ებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა პროექტს აქვს თავისი მოთხოვნა, ამიტომ ვერც არსებული კანონმდებლობა და რეგულაციები, მათ შორის წარმოშობის სერტიფიკატებთან დაკავშირებით, ვერ იქნება ყველა პროექტზე მორგებული.



„რაც შეეხება პრობლემებს, ზოგადად ნებისმიერი პროექტი უნდა იქნას განხილული ინდივიდუალურად. ყველა პროექტს აქვს თავისი მოთხოვნა, შეიძლება საჭიროებდეს დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიას ან გაზს, რომლის მიწოდება ტექნიკურად შეუძლებელია, ან შესაძლოა საჭიროებდეს სარკინოგზო ჩიხს უშულოდ ქარხანასთან/მიწის ნაკვეთთან. ვერც არსებული კანონმდებლობა და რეგულაციები, მათ შორის წარმოშობის სერტიფიკატებთან დაკავშირებით ვერ იქნება ყველა პროექტზე მორგებული. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ პოზიციონირებას ისეთ სექტორებზე და საწარმოებზე, რომლებისთვისაც ფოთის თიზ-ი მისაღებია როგორც მისი გეოგრაფიული მდებარეობით, გეოლოგიით, ასევე საკანონმდებლო კუთხით და ბაზარზე არსებული შრომითი რესურსებით. საქართველოს გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური განვითრების კურსი აღიქმება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონში, თუმცა ყველა პროექტის განვითარებას აქვს თავისი მოთხოვნები, რაც შესაძლოა არ იყოს შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან და შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნას გარკვეული პრობლემებიც, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გადავჭრათ ისინი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - ამბობს დავით ებრალიძე.




ფოთის თიზი 2009 წელს, ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (300 ჰა), 99 წლის ვადით შეიქმნა. თიზის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო.



2016 წელს არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. ამის მიზეზად შეუსრულებელი ვალდებულებები სახელდებოდა. „რაკიამ“ ვერ შეასრულა თიზის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის ჩამოწერის სანაცვლოდ ინვესტორმა თიზის საკონტროლო პაკეტის 85% სახელმწიფოს გადასცა.



2017 წლის სექტემბერში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კომპანია China Energy Company Limited-ს (CFFC) გადაეცა. CFFC ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კონგლომერატია, რომელიც ენერგეტიკის, საფინანსო, სავაჭრო სფეროში საქმიანობს.



დღეს შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა - 10 %, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) - 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ფოთის თიზ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up