ტექსტილის ასოციაცია ქართული ჯარისთვის ადგილობრივი ტანსაცმლის წარმოების ინიციატივით გამოდის

ტექსტილის ასოციაცია ქართული ჯარისთვის ადგილობრივი ტანსაცმლის წარმოების ინიციატივით გამოდის

access_time2016-05-11 09:25:07

ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში უპირატესობის მინიჭების საკითხი ისევ აქტუალურია. 

 

მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა „კომერსანტთან" აცხადებს, რომ  ფედერაცია სერიოზულად მუშაობს სახელმწიფო შესყიდვებზე. მისივე თქმით, არსებული მონაცემებით მხოლოდ 2014 წლის ანალიზი გვიჩვენებს, რომ  ბიუჯეტიდან 2,8 მილიარდი დახარჯულია ტენდერებზე, საიდანაც დიდი ნაწილი უცხოურ კომპანიებს აქვთ მოგებული. სილაგავა ამბობს, რომ ეს ნიშნავს ქვეყნიდან გასულ დიდი რაოდენობით თანხებს, ეს ფული მოაკლდა როგორც ადგილობრივ წარმოებას, ისევე სამუშაო ადგილების შექმნას და ბიუჯეტს. მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებითვე, ქართული კომპანიები შეღავათებს არ ითხოვენ, არსებობს მსოფლიო პრაქტიკა და ყველა სახელმწიფო ცდილობს ბიუჯეტის ფული ისევ საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაში დახარჯოს. მისივე თქმით, ჩვენს მეზობელ თურქეთში, გერმანიაში, ამერიკაში არის პრაქტიკა, რომ ტენდერებში 10%–იანი უპირატესობა ენიჭებათ ადგილობრივ კომპანიებს და ეს ყველაფერი ფორმულებითაა დათვლილი, რადგან  თუნდაც ადგილობრივი კომპანიებისადმი მინიჭებული მცირედი უპირატესობაც კი ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს.

 

 „ყველა ტენდერის მოგებას ქართული კომპანიები ვერ შეძლებენ, თუმცა ის დარგები, რომლებიც საქართველოში განვითარებულია და ადგილობრივი წარმოება არსებობს, პრიორიტეტი უნდა იყოს" –განმარტავს მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარე.

 

ლევან სილაგავას მაგალითად ქართული ჯარი მოყავს, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ 40 მილიონის ქართული ხორცი შეისყიდა და ფული ადგილობრივ ეკონომიკაში დატოვა. მისივე  ინფორმაციით, „ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციას" აქვს ინიციატივა, რომ სრულად შეუძლია შემოსოს ქართული ჯარი მაღალტექნოლოგიურად.


 

თავის მხრივ, „ტექსტილის და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით ბიძინაშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ აქცენტის გაკეთება ადგილობრივ წარმოებაზე არ ხდება, არადა რეალურად არსებობს რესურსი და ამ პროცესს სწორი ორგანიზება ჭირდება, რომ ისევ ტენდერების საშუალებით შეკვეთები არ გავიდეს უცხოეთში. ბიძინაშვილის თქმით, დღეს ჯარის, პოლიციის, დასუფთავებისა და სხვა სამსახურების უნიფორმებისთვის განკუთვნილი თანხები, რაც 100 მილიონზე მეტია, გაედინება საზღვარგარეთ მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობაა. ბიძინაშვილის თქმით, ასოციაცია პასუხისმგებელია, რომ ხარისხიანი ტანსაცმლის შეკერვა შეუძლიათ და არა მხოლოდ ქართული ჯარისთვის, არამედ პოლიციისთვის და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის.

 

„აქ იკერება ცოტა, მეტი მოგების მიზნით შეკვეთეები მიაქვთ საზღვარგარეთ. ბოლო წლებში ჩინეთში შეკერილი უნიფორმები შემოდის"-განმარტავს ბიძინაშვილი. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ხორცის შემდეგ ქართული ჯარის ადგილობრივი წარმოების ტანსაცმლით მომარაგება მოხდებოდა, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მინისტრთან ამ თემაზე შეხვედრა ვერ მოხერხდა. ბიძინაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა იყოს ნება, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შეძენა მოხდეს.

 

„მწარმოებელთა ფედერაცია"  ამ საკითხების დაყენებას დღეს „შესყიდვების სააგენტოს" თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გეგმავს, რომელიც ბიზნეს კომპანიების ტენდერებში დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს.


 



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up