ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

access_time2020-02-20 22:33:50

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, ანგარიში კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ წარადგინა.


ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.


2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა - ეს ის თემებია, რაზეც ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ პრეზენტაციის მსვლელობის დროს ისაუბრა.


2020 წელს სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დაფინანსდება 40 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამით - 12 სტარტაპამდე. ჯამურად სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება.


დამატებით ბათუმში, კასპსა და გურჯაანში გაიხსნება ტექნოპარკები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს განავითარონ სამეწარმეო უნარები და ჩაერთონ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში.



2020 – 2022 წლებში გადამზადდება 3000 IT სპეციალისტი, ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიცაა: პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, მობაილ დეველოპმენტი და სხვა.




სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს, ინოვაციური ბანაკების ფარგლებში გადამზადდა სკოლის 100 მოსწავლე და 30 სტუდენტი, ხოლო 2020 წელს გადამზადდება დამატებით 300 მოსწავლე/სტუდენტი.



ასევე, სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან შემოსულია 74 აპლიკაცია და შერჩეულია 13 პროექტი. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სამმხრივი ხელმოწერა: GITA, 500 Startups და BOG. საქართველოში საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი კლასის აქსელერატორები შემოდიან მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებში, შესაბამისად დაინტერესებულები არიან ეკოსისტემის გაძლიერებაში და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში. ასევე, აღსანიშნავია კერძო სექტორის ჩართულობა. საქართველოს ბანკი დამატებით ინვესტიციის სახით 1 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სტარტაპებში.


როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.


(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up