ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადებიან

ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადებიან

access_time2016-12-13 10:00:59

 

აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისათვის Silicon Valley-ზე მოსაწვევები გასულ კვირაში გაიგზავნა. ტექნოლოგიურ ლიდერებსა და ტრამპს შორის შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იმიტომ იწვევს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მსველობისას ტექნოლოგიური ლიდერების უმრავლესობა ტრამპს ღიად აკრიტიკებდა.

 

შეხვედრაზე დასწრებას ისეთი ადამიანები აპირებენ, როგორებიც Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი, Alphabet-ის გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი, Facebook -ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი შერილ სენდბერგი, Microsoft-ის გენერალური დირექტორი, სატია ნადელა და Intel-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან კრზანიჩი არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით CNN-ს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.

 


ტექნოლოგიურ სივრცეში ისეთი ადამიანებიც მოიძებნება, რომლებიც ტრამპთან შეხვედრას არ დაესწრებიან. მათ შორის არიან Twitter-ის ხელმძღვანელი ჯეკ დორსი და Amazon-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი. ტრამპმა თავისი კამპანიის მსვლელობისას ბეზოსი ნეგატიურად არაერთხელ მოიხსენია: Amazon-ის დამფუძნებელი ბეზოსი Washington Post-ის მფლობელიცაა, რომელიც ტრამპის კამპანია საქტიურად აკრიტიკებდა.

 

ტრამპის შეხვედრა უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან ოთხშაბათს გაიმართება.

 

 

ავტორი: cnn.com



მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...


მსგავსი სიახლეები

up