ტექნოლოგიური ინდუსტრიის მილიარდერების ლიდერი ოცეული 2021 წელს

ტექნოლოგიური ინდუსტრიის მილიარდერების ლიდერი ოცეული 2021 წელს

access_time2021-05-21 20:30:00

2021 წელს საფონდო ბაზარზე საუკეთესო ფინანსურ მდგომარეობაში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები და კომპანიები აღმოჩნდნენ. Forbes-ის წლევანდელი მილიარდერთა სიის მონაცემების მიხედვით, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ნიშნულებს მთელი 80 %-ით აღემატება.

ფინანსური სექტორის შემდეგ, ტექნოლოგიური ინდუსტრია ყველაზე მსხვილი და მოგებიანი სფეროა, ამას ადასტურებს Forbes-ის წლევანდელ სიაში მოხვედრილი 365 ტექ.მილიარდერიც.

ინდუსტრიის დომინირების ძირითად საყრდენს მილიარდერთა სიის 20 ლიდერი წარმოადგენს. მხოლოდ მათი ჯამური ქონება 1,2 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის წმინდა მოგების თითქმის ნახევარია.

წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური ინდუსტრიის მილიარდერების ლიდერ ოცეულს.

1.ჯეფ ბეზოსი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 190 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Amazon

მსოფლიო ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიის Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბეზოსმა, თებერვალში დააანონსა, რომ კომპანიის მმართველ რგოლში ყოფნას წლის მესამე კვარტალიდან აღარ აპირებს და დროის დათმობას სხვა პროექტებისთვის გეგმავს, მათ შორისაა კოსმოსური კომპანია Blue Origin-ი, ასევე The Washington Post-ი და საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, Amazon Day 1 Fund-ი. 2020 წელს ჯეფ ბეზოსის დედამიწის 10-მილიარდდოლარიანმა ფონდმა კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციებისთვის 791 მილიონი დოლარის ღირებულების დონაცია განახორციელა.

2.ილონ მასკი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 147 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX

ილონ მასკი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს, რათა ტრანსპირტირების სრული რევოლუცია მოახდინოს როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში. SpaceX-ი – მასკის სარაკეტო კომპანია – 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, 74 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ქონების დანარჩენი წილი მოდის კომპანია Tesla-ზე, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გახლავთ და მის მიმდინარე მიზანს უახლესი კრიპტოვალუტის – Dogecoin-ის – „დედამიწის ვალუტად“ ქცევა წარმოადგენს.

3.ბილ გეიტსი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 127 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft

ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსის ქონება წელს პირველად ასცდა 100 მილიარდი დოლარის ნიშნულს – მისი ქონება თითქმის 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად კომპანიის მარაგების 66%-იანმა ზრდამ განაპირობა. ასევე აღსანიშნავია ტრაქტორის მწარმოებლის, Deere & Co-ის აქციების მომატებული წილები. ბილ გეიტსისთვის კლიმატის ცვლილების საფრთხეები პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. თებერვლის განცხადების მიხედვით, მან 2 მილიარდი დოლარი გაიღო ნულოვან გამონაბოლქვზე მომუშავე კომპანიებისთვის.

4.მარკ ცუკერბერგი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 114 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Facebook

სოციალური ქსელი Facebook-ი კვლავ ლიდერი საკომუნიკაციო პლატფორმაა, მით უმეტეს – პანდემიის პერიოდში. 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი გასული თვეების განმავლობაში $26.1 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 48%-ით მეტია. შედეგმა ანალიტიკოსების მოლოდინსაც გადააჭარბა -კერძოდ, $3 მილიარდით.

გარდა ამისა, მზარდია Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობაც, რომელიც ყოველთვიურად 50 მილიონით იზრდება – გასულ თვეში პლატფორმას რეკორდული რაოდენობის – 2.85 მილიარდი – მომხმარებელი იყენებდა.

5.ლარი ელისონი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 102,3 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: სოფთვეარი

კომპანია Oracle-ი, რომელიც ლარი ელისონმა 1977 წელს დააფუძნა, 2020 წლის მონაცემებით, ბაზარზე 172 მილიარდ დოლარზე ძვირად შეფასდა. ახლა ლარი ელისონი კომპანიის 36%-ს ფლობს.

2012 წელს ბიზნესმენმა 300 მილიონი დოლარი გადაიხადა ჰავაის კუნძულ ლანაის შესაძენად, რომელიც მან ჯანმრთელობისა და გამაჯანსაღებელ ლაბორატორიად აქცია. ელისონი ასევე ტრამპის საკმაოდ ახლო მოკავშირეა, ამასთან ერთად, ის აპირებდა სოციალური პლატფორმა TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შესყიდვას, თუმცა ამ ეტაპზე გარიგება არ მიღწეულა.

6.სერგეი ბრინი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 96 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Google

სერგეი ბრინმა ლარი პეიჯთან ერთად კომპანია Google-ი 1998 წელს დააფუძნა. ისინი ცდილობდნენ, შეექმნათ სრულყოფილი საძიებო სისტემა, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებდა. დღეს კომპანია Google-ის საბაზრო ღირებულება 320 მილიარდი დოლარია.

7.სტივ ბალმერი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 72,3 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft

სტივ ბალმერი, რომელიც 2000-2014 წლებში კომპანია Microsoft-ს ხელმძღვანელობდა, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი სპორტული გუნდის მფლობელია. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბალმერ ჯგუფმა“, რომელიც მან თავის მეუღლესთან, კონისთან ერთად დააფუძნა, გასული წლის განმავლობაში 54 მილიონი დოლარი გამოყო Covid-19-ის პანდემიისგან დაზარალებულთა დასახმარებელი სხვადასხვა პროექტისთვის.


8.მა ჰუათენი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 58,6 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტმედია

მა ჰუათენგი (ასევე ცნობილი როგორც Pony Ma) მართავს ჩინურ ინტერნეტგიგანტ Tencent Holdings- ს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბაზრის ზღვრული მოცულობით უმსხვილეს ბიზნესებს შორისაა. ბოლო მონაცემებით, Tencent-ის პოპულარულ სოციალური ქსელის აპლიკაცია WeChat-ს 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

9.მაკენზი სკოტი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 56.8 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Amazon

ჯეფ ბეზოსთან განქორწინების ხელშეკრულების თანახმად, მაკენზი სკოტი კომპანია Amazon-ის მეოთხედის მფლობელია. გასულ წელს მაკენზი სკოტის საქველმოქმედო დონაციებმა აშშ-ში ყველა მსხვილი ფილათროპი დაჩრდილა. მან ჯამურად 5,8 მილიარდი დოლარით დააფინანსა 400-ზე მეტი ორგანიზაცია.

10.ჯეკ მა

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 46 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

ბოლო თვეების განმავლობაში Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინეთის ტექნიკური კომპანიების ჩინეთის მარეგულირებელი მოქმედების ცენტრალურ ფიგურად იქცა. მისი ინვესტიციები, ელექტრონული კომერციის გარდა, ასევე მოიცავს ჩინურ მედიამაუწყებელ Huayi Brothers-ს.

11.მაიკლ დელი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 45,1 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Dell კომპიუტერები

კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია Dell Technologies-ის აქციები გასული წლის განმავლობაში 187% -ით გაიზარდა, რამაც მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ დელის ქონება 22,2 მილიარდი დოლარით გაზარდა. ასევე გასულ წელს მაიკლ და სიუზან დელის ფონდმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად 100 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.

12.კოლინ ჟენ ჰუანგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 41,2 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

ფასდაკლების კუპონების ციფრული პლატფორმის, Pinduoduo-ს დამფუძნებელი კოლინ ჟენ ჰუანგი გასულ წელს 38,8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. Pinduoduo კი ჩინეთის ყველაზე მსხვილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა გახდა.

13.ჟენგ იმინგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 36 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ByteDance

იმინგი ფლობს ჩინეთის ინტერნეტგიგანტ ByteDance-ის წილის 22%-ს. ჩინეთში ახალი ამბების პლატფორმა Toutiao-სა და სოციალური ქსელის, TikTok-ის მსოფლიო პოპულარობის შედეგად კი კომპანია ByteDance-ი სტაბილურად ფართოვდება. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჟანგ იმინგი იყო 2013 წლის Forbes China 30 Under 30-ის საპატიო სიაში.

14.უილიამ ლეი დინგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 35,7 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ონლაინთამაშები

უილიამ დინგი არის ჩინური ონლაინთამაშების გიგანტის, NetEase- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის სახელს უაკვშირდება მსოფლიოში ცნობილი როლური ონლაინთამაში Fantasy Westward Journey.

პანდემიასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა მძაფრი მოთხოვნა განაპირობა NetEase–ის თამაშებზე. ამის შედეგად, უილიამ დინგის ქონება გასულ წელს თითქმის გაორმაგდა.

15.ლეი ჯუნი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 25,5 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: სმარტფონები

ლეი ჯუნი კომპანია Xiaomi-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც მსოფლიო ბაზრის წილის მიხედვით, სმარტფონების მოვაჭრეთა ხუთეულშია. ჯუნის კომპანიებში ასევე შედის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი Kingsoft-ი, რომელსაც ლეიმ 2007 წელს IPO სტატუსი მიანიჭა და მისი სპინოფი, Kingsoft Cloud-ი, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა.

16.შივ ნადარი

ქვეყანა: ინდოეთი
ქონება: 23,1 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: სოფთვეარი

შივ ნადარი ახლა ყველაზე მდიდარი ტექნიკური მილიარდერია შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გარეთ. მისი IT სერვისების მომწოდებელი კომპანია HCL Technologies-ი, რომელიც მან 1976 წელს ავტოფარეხში დააარსა, პანდემიის საფონდო ჩიხში მოქცევას გადაურჩა და ახლა მისი ვაჭრობის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულზეა. გასულ წელს HCL–მ კომპანიის ისტორიაში პირველად მიიღო 10 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური შემოსავალი.

17.პიერ ომიდიარი

ქვეყანა: აშშ
ქონება: 22,2 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Ebay

პარიზში დაბადებული ამერიკელი მილიარდერის, პიერ ომიდიარის ქონება ძირითადად PayPal-დან და eBay-დან გამომდინარეობს, რომელიც მან 1995 წელს დააფუძნა. 2002 წელს eBay– მ შეისყიდა ონლაინგადახდის კომპანია PayPal-ი, რომელიც 2014 წელს გაყიდა. პიერ ომიდიარი ამჟამად eBay- ის 5%-ს, ხოლო Paypa- ის 6% წილს ფლობს.

პიერ ომიდიარმა 10 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო Covid-19-ით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, მათ შორის 1 მილიონი დოლარი – მის საცხოვრებელ შტატ ჰავაიში.

18.ვანგ სინგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 21,3 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

ვანგ სინგმა მისი კომპანიის, Meituan-ის შემოსავლებიდან $ 20 მილიარდი გამოიმუშავა. შემოსავლების ზრდასთან ერთად, კომპანიის წილის ფასი 2020 წლის მარტიდან 350% –ით გაიზარდა.

დივერსიფიცირებული ინტერნეტგიგანტი, რომელიც სინგმა 2010 წელს დააფუძნა როგორც Groupon-ის ანალოგი, დიდ თანხებს ხარჯავს ციფრული შეთავაზებებისთვის. მისი ბოლოდროინდელი წარმატების მთავარი წყარო საკვები პროდუქტების მომწოდებელი DoorDash– ის მსგავსი კომპანიაა, რომელზე მოთხოვნაც პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით.

19. ჟენგ ჟიდონგი

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 21,1 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტმედია

2014 წლის სექტემბერში პენსიაზე გასვლამდე, 16 წლის განმავლობაში, ჟიდონგი იყო ჩინეთის სათამაშო და სოციალური მედიის გიგანტის, Tencent– ის მთავარი ტექნოლოგი.

2014 წლის შემდეგ მისი ქონება 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც კომპანია Tencent-ის 3% -იანი წილის დამსახურებაა.

20.რიჩარდ ქიანგდონგ ლუ

ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: 18,9 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია

რიჩარდ ქიანგდონგ ლუმ ელექტრონული კომერციის პლატფორმა JD.com-ი 1998 წელს დააარსა და ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორის ლიდერად აქცია.

500 მილიონი აქტიური მომხმარებლის წყალობით, 2020 წელს კომპანიის წლიურმა მოგებამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს ლუმ და მისმა მეუღლემ, ნენსი ჟანგმა, გაერთიანებულ სამეფოს 5 მილიონი სამედიცინო ნიღაბი, 50 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა შესწირა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.


forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up