ტექნოლოგიურ პარკში სამსუნგის ოთახი მოეწყო

ტექნოლოგიურ პარკში სამსუნგის ოთახი მოეწყო

access_time2016-01-12 10:19:59

დღეს ტექნოლოგიურ პარკში კომპანია სამსუნგის ოთახი მოეწყო. 


ტექნოლოგიური პარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს.  ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 


დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ტექნოლოგიური პარკის კონცეფცია პრეზენტაციის სახით გააცნო.



სამსუნგი მხარს უჭერს ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს და მოხარულია, რომ წვლილს შეიტანს საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში, რომელსაც  ტექნო პარკი შეუწყობს ხელს.


სამსუნგის ოთახში შესაძლებელი იქნება კომპანიის უახლესი მოდელების გაცნობა, ისეთის, როგორებიც არის Galaxy S6 Edge+, Galaxy A7 2016, Gear S2 და Gear VR. ეს კი დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი კრეატიული იდეების უფრო მეტად განვითარებას, გაცვლას და შემდგომ მათ კომერციალიზაციას მსოფლიო მასშტაბით.  


სამსუნგი უმსხვილესი სამხრეთ კორეული ბიზნეს კონგლომერატია. იგი მოიცავს მრავალ შვილობილ კომპანიას, რომელთა უმრავლესობა ერთაინდება სამსუნგის ბრენდში. მისი წარმატებული ისტორია 1938 წლიდან იწყება, ხოლო 1969 წლიდან კომპანიისთვის ახალ ერას ეყრება საფუძველი, როდესაც ყალიბდება ახალი მიმართულება Samsung Electronics. 

 დღესდღეობით სამსუნგი წარმოადგენს ლიდერს ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე.




რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up