ტექნოლოგიები ვირუსის წინააღმდეგ - ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს 20 000 ლარი გადაეცა

ტექნოლოგიები ვირუსის წინააღმდეგ - ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს 20 000 ლარი გადაეცა

access_time2020-04-06 13:45:10

Covid 19 - ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორციელებისათვის გრანტის სახით Edison Tech-ს გადაეცა. პროექტის მიზანია, შეიქმნას პორტატული სასუნთქი აპარატი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე სახლის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისათვის. შესაბამისად, Edison Tech-ის დახმარებით საქართველოს ექნება დამატებითი შესაძლებლობა გაუმკლავდეს მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისის აღმოფხრას ქვეყანაში.

გამარჯვებული გუნდის გარდა ონლაინ ჰაკათონის კიდევ ორ გუნდს საკუთარი იდეის განხორციელებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს. ეს გუნდებია:

• MIZ-MASK -მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს ჰაერის ნაკადს მათთვის, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აწუხებს. ნიღბის გარე განათების მეშვეობით კი ხდება დამატებით სხვა ნივთების სტერილიზაცია.

• Kvalifika - კომპანია ,,VOBI“-ს და ,,JSC Identity and Trust Solutions“ - ის ერთობლივი გუნდი ეხმარება კომპანიებს, მიმდინარე კრიზისული პერიოდის პირობებში, წარმატებულად განაგრძონ ოპერირება და დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები. გარდა ამისა, პროექტი კომპანიებს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილონ თაღლითობის შემთხვევები და სრულად გადავიდნენ ონლაინ ოპერაციებზე. შეთავაზება მოიცავს ISO სტანდარტით სერტიფიცირებული სისტემის მეშვეობით სახის ბიომეტრიის დამუშავებასა და ინდივიდების ამოცნობას, რეგულატორის მოთხოვნების შესაბამისად კლიენტების იდენტიფიკაციასა და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ვერიფიკაციას. დეტალური ინფორმაცია - kvalifika.com



ონლაინ ჰაკათონი, რომელიც GITA-მ და სარეკლამო კომპანია ,,რედბერმა“ წარმოადგინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის 24 მარტს გახსნა. ჰაკათონის მიზანი იყო, მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ შექმნილიყო ისეთი პროდუქტები ან მომსახურება, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაში. შემოსული 350-მდე აპლიკაციიდან, სამდღიან მარათონში სულ 28 გუნდი და 5 ფიზიკური პირი მონაწილეობდა, 72 საათის განმავლობაში მენტორების დახმარებით ისინი მუშაობდნენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: მედიცინა, საცალო ვაჭრობა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების გავრცელება/მონიტორინგი და სხვა. მუშაობის პროცესში ონლაინ ჰაკათონის მონაწილეები ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადიოდნენ სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულ მენტორებთან.



ჰაკათონის მენტორები:



• ანა კასრაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი
• გაგა დარსალია - აღმასრულებელი დირექტორი, რედბერი
• გიგა ქერქაძე - ბიზნეს პროცესების ხელმძღვანელი, GLOVO
• გიორგი კობიაშვილი - ციფრული პროდუქტების დირექტორი, რედბერი
• გიორგი ხუბუა - Entreprenuer
• თაკო კერესელიძე - Product owner, აჭარაბეთი
• იმედა აივაზაშვილი - CTO, რედბერი
• ლევან ცინაძე - თანადამფუძნებელი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი, Maxin AI
• მამუკა აფაქიძე - GITA ფაბლაბის Hardware ექსპერტი
• მირანდა მანჯგალაძე - სპარ საქართველოს მმართველი დირექტორი, რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე
• ნანა დიხამინჯია - ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით
• ნიკოლოს დობორჯგინიძე - საქართველოს განათლების სამინისტროს ICT ექსპერტი
• სოფო გასიტაშვილი - Redmed- ის დირექტორი
• ქეთი გოგინაშვილი - უფროსი UI/UX დიზაინერი, რედბერი


(NS)

თეგები:
Covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up