ტექნო-მილიარდერების გიჟური დიეტები

ტექნო-მილიარდერების გიჟური დიეტები

access_time2021-09-25 20:00:44

ცნობილი და მდიდარი ადამიანების დიეტები, ზოგადად, სახალისო თემაა, თუმცა სილიკონის ველში მილიარდერებს ის სულ სხვადონეზე აჰყავთ.

Amazon-ის დამაარსებელმა და სადღეისოდ ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსმა, აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ის ჯანმრთელი რაციონით არ გამოირჩეოდა და 90-იან წლებში ყოველი მისი დილა ერთი ქილა ორცხობილით იწყებოდა.

„როდესაც დავოჯახდი, დილაობით მთელ ქილა Pillsbury-ის ვცლიდი, თანაც, კარაქით და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დაფასავით გამხდარი ვიყავი. ჩემი მეუღლე ამას ყოველ დილას უყურებდა  და, ბოლოს მითხრა - „რას აკეთებ? იცი მაინც ამას რაშემცველობა აქვს?“... და ეს ყველაფერი არაა. 2010 წელს, ერთ-ერთი ტექნოლოგიური ბიზნესის შეძენის შემდეგ, ბეზოსმა შეუკვეთა კერძი, რომელშიც შედიოდა: ხმელთაშუა ზღვის კალმახი, ნივრის იოგურტი და კვერცხი, - წარმოუდგენელი ნაზავი..

ჯეფ ბეზოსი ცნობილია იმითაც, რომ 2018 წელს მილიარდერთა კლუბში ვახშამზე შემწვარი იგუანა მიირთვა... წლები გავიდა და მეუღლემ მაკენზიმ ჯეფი ამ უცნაურ მიდრეკილებებს თითქოს გადააჩვია. მან ორგანული კვების სუპერმარკეტი WholeFoods შეიძინა და ბეზოსის მენიუში ტოსტები ავოკადოთი შეიცვალა, თუმცა, მოგვიანებით, მათი ხმაურიანი განშორების შემდეგ, ის ძველ ჩვევებს დაუბრუნდა და ლოს-ანჯელესში, თავის სახლში, რბილი ნაყინის აპარატიც დაამონტაჟა.

Facebook-ის დამაარსებელს მარკ ცუკერბერგს უცნაური ახირება დასჩემდა 2011 წლიდან., - მან გადაწყვიტა, რომ შეჭამს მხოლოდ იმ ცხოველების ხორცს, რომლებსაც თვითონვე დაკლავს. ერთხელ მან სახლში Twitter-ის დამაარსებელი ჯეკ დორსი დაპატიჟა, რომელიც ჰყვება, რომ მარკი მას საკუთარი ხელით, ლაზერული პისტოლეტით დაკლული და, ამავე დროს, რატომღაც, თხის ცივი ხორცით გაუმასპინძლდა.

„თხის ხორცი ღუმელში იყო და ნახევარი საათი ველოდებოდით მის დამზადებას. ბოლოს და ბოლოს მარკმა ხორცი მაგიდაზე დადო, თუმცა ის ცივი აღმოჩნდა. ეს დაუვიწყარი იყო. იმ საღამოს მე სალათით შემოვიფარგლე,“ - იხსენებს დორსი.

პერიოდი, როდესაც Facebook-ის დამაარსებელი თხებს კლავდა, ალბათ, წარსულს ჩაბარდა, რადგანაც მას დღეს შინაური თხა, სახელად ბიტკოინი, ჰყავს, თუმცა, მისი კვების რეჟიმი ექსტრავაგანტური რჩება. ცუკერბერგმა აღიარა, რომ ზოგჯერ იმდენად გატაცებულია საქმით, რომ ჭამა ავიწყდება, რის გამოც, მისივე თქმით, მან 10 ფუნტით დაიკლო.


უცნაური და საეჭვო დღის განრიგით გამოირჩევა Tesla-ს და SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკიც. მისი დღე 5-წუთიან ბლოკებადაა დაყოფილი, ის არ პასუხებს სატელეფონო ზარების დიდ ნაწილს და დღე-ღამეში მაქსიმუმ 6 საათი სძინავს. ერთ-ერთ ინტერვიუში მასკმა აღიარა რომ მეტწილად სადილობს დღეში 5 წუთი, ძირითადად, საქმიანი შეხვედრების დროს.

„რომ მქონდეს საშუალება ნაკლები ვჭამო და მეტი ვიმუშაო, ჭამაზე დროს საერთოდ არ დავკარგავდი,“ - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

კანადაში უნივერსიტეტში სწავლის დროს, მასკი ჭამაზე დღეში 1 დოლარს გამოყოფდა. მის მენიუში ძირითადად ჰოთ-დოგები, ფორთოხალი, მწვანე წიწაკა და პასტა შედიოდა.

„არასდროს არავის მოუწოდებ იცხოვრონ დღეში 1 დოლარზე. ეს მაინც და მაინც სასიამოვნო არაა,“ - განაცხადა მან.

ასაკთან ერთად, როგორც ჩანს, მასკში კარგი საჭმლისადმი სიყვარული იღვიძებს.

„არჩევანი რომ მქონდეს, მირჩევნია ნაკლები ვიცხოვრო, მაგრამ გემრიელად ვჭამო და, შესაძლებელი რომ იყოს, საერთოდ არ დავკავდებოდი სპორტით,“ - აღიარა ტექნო-მილიარდერმა.


ავტორი: თენგიზ აბლოთია.

წყარო: daily star





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up