ტექინსპექტირება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი

ტექინსპექტირება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი

access_time2022-01-25 16:00:27

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა  ,,კომერსანტს“ აცნობა, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 54 000 ერთეული რეგისტრირებული ავტობუსი და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 1602-ს ჰქონდა გავლილი. 



მისივე თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობაზე კვლევა ორგანიზაციამ 2021 წელს ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით  უმეტესად ხდება ამორტიზებული მიკროავტობუსებით, რომელთაგან ზოგი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა.



როგორც მესხიშვილი ვარაუდობს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ტექნიკურ შემოწმებას თავს არიდებს, ვინაიდან სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს.




,,მიკროავტობუსების უმეტესობა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, არასტანდარტულია, სატვირთო გადაკეთებული.  ისინი ნებისმიერ ადამიანს უქმნიან საფრთხეს, ვინც ყოველდღიურად ასეთი ტრანსპორტით გადაადგილდება. ჩვენი კვლევით, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, 2021 წლის მონაცემით, აქტიური სტატუსით 54 000 ერთეული იყო რეგისტრირებული.  მათ შორის, 23 778 ავტობუსი, დანარჩენი -  30 222 მიკროავტობუსია. 2020 წლის 1-ლი ივლისიდან 2021 წლის 1-ელ ივლისამდე  მათგან მხოლოდ 15% გამოცხადდა ტექინსპექტირებაზე, რაოდენობრივად ეს არის  1602 სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ეკუთვნის ტექნიკური შემოწმების გავლა, მაგრამ ტექინსპექტირების ორგანოში ერთხელაც არ არის მისული. ჩემი ვარაუდით, ისინი კუსტარულად  დამზადებული, გადაკეთებული სატვირთოები ან გაუმართავი მიკროავტობუსები არიან და შეგნებულად არ გადიან ინსპექტირებას. ჩვენ ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ მთლიანად, თუ რამე შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა იყოს, მგზავრთა გადაყვანის სფეროა და მისი მოქცევა გონივრულ ჩარჩოში აუცილებელია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ დავით მესხიშვილი.



შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმაზე რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.



,,გვაქვს ავტოსადგურების მოწესრიგების გეგმა, აქ საუბარი არის არა მარტო ავტოსადგურებზე, არამედ მთლიანად საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმაზე. ამაზე ეკონომიკური გუნდი ვსაუბრობთ და მალე დავაანონსებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მინისტრმა ისე, რომ დეტალები არ დაუკონკრეტებია და არც ის, როდის იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც 10 წლის წინ დაიდო თაროზე.



რეფორმა შეეხება როგორც  ავტოსადგურებს, ასევე გადამყვან კომპანიებსაც.




როგორც ცნობილია, დაწესდება ახალი სტანდარტები თუ როგორი უნდა იყოს ავტოსადგურების იერსახე და ავტოგადამყვანებში მომსახურების დონე.

 

მარი ჩიტაია





6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-06 17:30:27
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9105 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.25 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...


მსგავსი სიახლეები

up