„ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას“-დავით მესხიშვილი

„ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას“-დავით მესხიშვილი

access_time2020-02-21 14:30:39

ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილმა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისი თქმით, „გრინვეი - საქართველო“ სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით.


„ჩვენი შესწავლის შედეგად მდგომარეობა არის არასახარბიელო. უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, მძიმეა. ტექნიკური ინსპექტირება დგას ჩავარდნის საფრთხის წინაშე იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ერთი მხრივ ამ ბიზნესში არის უთანასწორობა, მეორე მხრივ ამ დარღვევებს ხედავს ყველა, მაგრამ რეაგირება არ ახლავს. საბოლოოდ, ზარალდება და ზიანდება ავტომფლობელი. ის იღებს არასწორ სერვისს და თუ არ მოხდა ცვლილებები და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოახდინა რეაგირება, ფიქტიურ პროცესად გადაიქცევა. პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ კომპანია „გრინვეი - საქართველო” სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით და ქმედებები წახალისებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ.


სახელმწიფო სტრუქტურები უარს ეუბნებიან ყველა სხვა კომპანიას კონკრეტულ მომსახურებაზე, ხოლო „გრინვეის” აძლევენ თანხმობას. ეს არის ზუსტად შერჩევითი დამოკიდებულება, რაც აზიანებს სფეროს და საფრთხის ქვეშ აყენებს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სამართლიან პროცესს, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვცეს ქვეყანაში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა და გაუმჯობესებული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი. ასევე, „გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაპირებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. „გრინვეიმ” პრაქტიკულად უარი თქვა მთიანი მოსახლეობის მომსახურებაზე და დატოვა მომსახურების გარეშე 165 ათასზე მეტი მოსახლე, ეს არის ყაზბეგი, ადიგენი, შუახევი, ქედა და ა.შ“, - განაცხადა მესხიშვილმა.


მისივე თქმით, ტექნიკური ისპექტირების სფეროში მხოლოდ ერთი კომპანიის მონოპოლიზაცია უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება როგორც რეფორმისთვის, ასევე ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებისთვისაც.



„ამ ბაზირის მონოპოლიზაციას არასამთავრობო ირგანიზაციები და მათ შორის ჩემი, არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მესხიშვილმა.


რაც შეეხება კომპანია „გრინვეის“ პოზიციას, დავით მესხიშვილის განცხადებებს, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ამ კომპანიის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების თაობაზე, უსაფუძვლოს უწოდებენ.


როგორც კომპანია „გრინვეის“ პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „გრინვეიმ“ გაიმარჯვა, ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც პირობებს დააკმაყოფილებდა, ღია იყო.


„გრინვეიმ“ მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში და გაიმარჯვა. ტენდერი იყო ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ინტერესთა გამოხატვა. ამ ტენდერის შესაბამისად დააკმაყოფილა კომპანიამ ყველა მოთხოვნა და გაფორმდა ხელშეკრულება საქმიანობაზე. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურეობა ამ სფეროში და სწორედ აქედან გამომდინარე იყო ჩადებული ძალიან მძიმე ვალდებულება კომპანიისთის საერთაშორისო პარტნიორის არსებობა და შესაბამისად, ჩვენ გვყავს “A+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს და ამ სფეროში არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ჩვენ ვაწვდით ევროპული ხარისხის მომსახურებას ქვეყანაში“,- განაცხადა ყურაშვილმა.


რაც შეეხება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ „გრინვეის“ მიმართ არსებულ ბრალდებას, ყურაშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ ტერიტორიული ერთეულები, სადაც უნდა იყოს მობილური ხაზები განთავსებული და არა, კონკრეტული ლოკაციები.


ასევე, იყო ვალდებულება მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის მომსახურების მისაღებად მობილური ხაზების არსებობა. ჩვენი კომპანია ფლობს სამ მობილურ ხაზს. ეს რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარის რეგიონი. კომპანიას ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია ამ მობილური ხაზების განთავსების გრაფიკთან დაკავშირებით. ეს რეგიონები დიდია, ამიტომ იმისთვის, რომ მოვიცვათ, ჩვენ გვაქვს გრაფიკი გამოქვეყნებული, რომელ პერიოდში სად არის განთავსებული ეს მობილური ხაზები. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ყველა ის ბრალდება, რაც გააჟღერეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე. ჩვენი კომპანია არის ღია და თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთანაც.


განსაზღვრული იყო გეოგრაფიული ერთეულები და იქ განსათავსებელი ხაზების რაოდენობა. ამ ვალდებულებას „გრინვეი“ ასრულებს. რეგიონებში ტერიტორიული ერთეულები იყო დაფიქსირებული და არ იყო კონკრეტული მისამართები ან კონკრეტული ლოკაციები განსაზღვრული. ანუ, ამ გეოგრაფიულ ტერიტორიულ ერთეულში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ტექნიკური ინსპექტირება, ამ ვალდებულებას კომპანია „გრინვეი“ სრულად ასრულებს“,- განაცხადა ხატია ყურაშვილმა.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up