ტექნიკის სექტორის ნაწილი იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციების შესაძლო შერბილებაზე: „ეს დაშვება ჩვენთვისაც ხელშემწყობი იქნება“

ტექნიკის სექტორის ნაწილი იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციების შესაძლო შერბილებაზე: „ეს დაშვება ჩვენთვისაც ხელშემწყობი იქნება“

access_time2019-06-17 10:00:04

საბანკო სესხების გაცემის გამკაცრებამ პრობლემები შეუქმნა ყველას - ბანკებს, მომხმარებლებს და ბიზნესს. შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები, მცირდება საყოფაცხოვრებო და სხვა საქონლის რეალიზებაც. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე არასამართავრობო და კერძო სექტორის მხრიდან. ორი დღის წინ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებენ. კალაძე განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას.


საბანკო რეგულაციები ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, მხედველობაში მაქვს სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ აუცილებლად მოგვიწევს. - აცხადებს დედაქალაქის მერი.



საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკაში“ აცხადებენ, რომ რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე გაყიდვები საგრძნობლადაა შემცირებული. ამიტომ, სესხებზე რეგულაციები თუ იპოთეკურ სესხებზე მაინც შერბილდება, ეს ასახვას ტექნიკის სექტორზეც ჰპოვებს. „ვინც ბინას ყიდულობს, იმას სჭირდება შემდეგ ტექნიკის შეძენაც. არათანაბარ პირობებში არ ვიგრძნობთ თავს. ამ ნაწილში შერბილება სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც,“-აცხადებენ „მეგატექნიკაში“.


„ტექნობუმის“ ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე განმარტავს, რომ იანვარ-თებერვალში 40-45%-იანი შემცირება ფიქსირდებოდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 2018 წლის ივნისთან შედარებით გაყიდვების 30-35%-ით კლებაა. „ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა გზებით მოვახერხოთ გაყიდვების დაკომპენსირება, მათ შორის, გავააქტიურეთ ონლაინ გაყიდვები, ექსპორტი აზერბაიჯანში და საბითუმო გაყიდვები,“-აცხადებს ქოქოლაძე.


გარკვეული მიზეზების გამო შიდა განვადება კომპანიაში არ ამოქმედებულა, თუმცა, ქოქოლაძე იმედოვნებს, რომ ეს სერვისი „ტექნო ბუმში“ ივნისის ბოლომდე გააქტიურდება.



რაც შეეხება იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგუალციების შესაძლო შერბილებას, ქოქოლაძე ამას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს დაშვება ტექნიკის სექტორისთვისაც ხელშემწყობი იქნება. „მშენებლობა ტექნიკაზე ავტომატურად იწვევს მთხოვნის ზრდას. ბინას ვინც ყიდულობს, იმას ტექნიკაც სჭირდება. ერთ სექტორში თუ არათანაბარი სიტუაცია იქნება, პროტესტი გვექნება მაგრამ, სხვადასხვა სექტორებზე არა“-აღნიშნავს ქოქოლაძე.


საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „არაი თუმოროუში“ განმარტავენ, რომ დღეს ტექნიკის ბაზარზე გაყიდვები დაახლოებით, 30-40%-ითაა შემცირებული, შედეგად, სამომხმარებლო სესხებზე რეგულაციის შერბილება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება. „კონკრეტულად ქვეყანაში ეკონომიკური ფონი თუ გაუმჯობესდება, ეს ყველა სექტორს წაადგება, მაგრამ დეველოპმენტში იპოთეკური სესხის გაცემის გამარტივება ტექნიკის ბაზარზე მცირე დოზით აისახება,“-ამბობენ „არაი თუმოროუში“.


20118 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.


რაც შეეხება სტატისტიკას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე სულ ტექნიკის 2000-მდე მაღაზია ფუნქციონირებდა, რომელთაგან 1 954 წვრილ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენდა.


დიდი ქსელებს შორის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ/რეალიზატორებს, ფილიალების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მსხვილი ტექნიკის სავაჭრო ობიექტი „ელიტ ელექტრონიქსია“, რომელიც ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან გამოჩნდა. ამჟამად ქსელი 26 ფილიალითაა წარმოდგენილი.


შემდეგ მოდის „ტექნობუმი“, რომელიც 2010 წელს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მიერ დაარსდა. კომპანია ამჟამად 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი. „ალტას“ და „ოქეის“ გაერთიანების შემდეგ ჯამში 11 ფილიალი აქვს, ხოლო „არაის“ და „სმაილს“ - 10. ასევე 10 ფილიალითაა წარმოდგენილი „მეგატექნიკა “, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდა. „ბეკოს“ ჯამში 8 მაღაზია აქვს, ისევე როგორც „ზუმერს“, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა.


სოფო ქსოვრელი 




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up