ტექნიკის მაღაზიები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან განვადების ახალ სქემაზე მუშაობენ

ტექნიკის მაღაზიები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან განვადების ახალ სქემაზე მუშაობენ

access_time2019-02-06 14:00:45

ახალმა საბანკო რეგულაციამ სავაჭრო ობიექტებს რეალიზაცია  თითქმის გაუნახევრა. განვადება თითქმის შეჩერდა, ამიტომ ტექნიკის მაღაზიები გამოსავალს ახალი სქემებში ეძებენ. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა ობიექტმა მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახალი სტანდარტით - შიდა განვადებით შესთავაზოს. მათი ნაწილი კი განვადების ახალი სქემის ასამოქმედებლად კონსულტაციებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან გადის. როგორც ტექნიკის მაღაზიებში აცხადებენ ამ სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია ორ კვირაში გახდება ცნობილი. 

 

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელექტრონიკაში“ განმარტავენ, რომ რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე კომპანიას გაყიდვები დაახლოებით 50 პროცენტით შეუმცირდა, რადგან გაყიდვების დაახლოებით 60-70 პროცენტი განვადებებზე მოდიოდა.


მათივე განმარტებით, დღეს რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან განვადების ახალი სქემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ვფიქრობ, მათთან  უფრო მეტი შანსია განვადებების წარმოების. დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ორ კვეირაში გარკვეული ინფორმაცია გვექნება, “-აღნიშნავენ კომპანიაში.

 

კითხვაზე, ხომ არ დაირღვევა ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული საბანკო რეგულაცია, „ელექტორნიკაში“   განმარტავენ, რომ სავარაუდოდ, არა, რადგან ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაჯდება. 


ამავე კითხვაზე პასხუს „კომერსანტი“ „ეროვნული ბანკისგანაც“ ელოდება.

 

 


 რეგულაციის მსხვერპლია „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეც. მისი განმარტებით, საბანკო რეგულაციებმა კომპანიას გაყიდვები მკვეთრად შეუმცირა. კერძოდ, როდესაც მთლიან გაყიდვებში განვადების წილი 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 20%-მდეა შემცირებული.

 

„განვადებების გაცემა ასე თუ გაგრძელდა, მნიშვნელოვნად აისახება როგორც ტექნიკის, ისე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სექტორზე. მათ შორის, ავეჯის მაღაზიებზე, ბინებზე, სამშენებლო სქეტორზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ნახევარ წელში სიტუაცია გაუმჯობესდება,“-აღნიშნავს ქოქოლაძე.

 

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ბეკოს“ დამფუძნებელი მეჰმედ მელექი განმარტავს, რომ  გაყიდვები კომპანიაში ნორმალურად მიდის, თუმცა, ეს ფასების კლებიდან გამომდინარეობს. მელექის განცხადებით, იმის გამო, რომ მთლიან გაყიდვებში განვადების წილი დიდი იყო და ახალი საბანკო რეგულაციები განვადებების რიცხვს მთლიან გაყიდვებში მინიმუმადე დაიყვანდა, შემცირდებოდა გაყიდვები, კომპანია ახალ სტრატეგიაზე გადავიდა.

 

„ფასები დაახლოებით 10-15 პროცენტით შევამცირეთ. ამიტომ, ხალხი განვადების გარეშე, თავისუფლად ყიდულობს ტექნიკას.  შევამცირეთ მოგების მარჟა, თუმცა, ასე გაგრძელება რთულია“-აღნიშნავ მელექი.მისივე განცხადებით, კომპანიას არ შეუცვლია საინვესტიციო გეგმა. კერძოდ, ქუთაისში და რუსთავში დამატებით  თითო-თითო მაღაზიის გახნაა დაგეგმილი.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2018  წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე სულ ტექნიკის 2000-მდე მაღაზიაა, რომელთაგან 1 954 წვრილი სავაჭრო ობიექტია.რაც შეეხება დიდი ქსელებს შორის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ/რეალიზატორებს, ფილიალების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მსხვილი ტექნიკის სავაჭრო ობიექტი „ელიტ ელექტრონიქსია“, რომელიც ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან გამოჩნდა. ამჟამად ქსელი 26 ფილიალითაა წარმოდგენილი.


შემდეგ მოდის „ტექნობუმი“, რომელიც 2010 წელს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მიერ დაარსდა. კომპანია ამჟამად 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი. „ალტას“ და „ოქეის“ გაერთიანების შემდეგ ჯამში 11 ფილიალი აქვს, ხოლო „არაი სმაილს“ - 10. ასევე 10 ფილიალითაა წარმოდგენილი „მეგატექნიკა “, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდა. „ბეკოს“ ჯამში 8 მაღაზია აქვს, ისევე როგორც „ზუმერს“, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა.


20118  წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.


„კომერსანტი“ 





4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-12-04 18:05:53
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა....

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა
access_time2020-12-04 16:45:11
2015 წლის შემდეგ პირველად, ღვინის ექსპორტი 8%-ით 10 თვეში $163 მლნ-მდე შემცირდა. კლება აღინიშნება ისეთ დიდ ბაზრებზე როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. 2001-2019 წლებში ღვინის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $1.646 მლრდ შეადგინა. ექსპორტიდს 67% - $1.1 მლრდ-ზე მეტი 2013-2019 წლებში რუსეთის ბაზრის ხელახალი გახნსის შემდეგ განხორციელდა. 2001-2005 წლებში ღვინის ექსპორტი 152%-ით $32 მლნ-დან $81 მლნ-მდე გაიზარდა. 2006 წელს გამოცხადებული რუსული ემბარგოს შემდეგ ის...

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს
access_time2020-12-04 13:10:14
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო.   მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს.   მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა. მათ შორის, მოლების...

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა
access_time2020-12-04 12:00:05
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.     მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის...


მსგავსი სიახლეები

up