„ტექნიკის ბაზარი სტრესულ მდგომარეობაშია“- საბანკო რეგულაციების 11 თვე

„ტექნიკის ბაზარი სტრესულ მდგომარეობაშია“- საბანკო რეგულაციების 11 თვე

access_time2019-11-14 12:05:39

ტექნიკის კომპანიებში გაყიდვების მაჩვენებლები შედარებით დასტაბილურდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვითარება მაინც მძიმეა.


ტექნო ბუმის“ დამფუძნებელის ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, გაყიდვების მაჩვენებლების შემცირება პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა საბანკო რეგულაციებმა განაპირობა და პირველ თვეებში 30%-დან-50%-მდე ვარდნა გამოიწვია.


„ყველაზე მძიმე სურათი პირველი თვეები იყო, მაგალითად პირველი 6 თვე დაახლოებით 30-დან 50%-მდე ვარდნა იყო გაყიდვების კუთხით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომდენო თვეებში უკვე გაუმჯობესების ტენდენცია იგრძნობა და ვარდნა დაახლოებით 15-30%-ია. ვფიქრობ, ეს რეგულაციები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, რომ მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის უმტკივნეულო ყოფილიყო.


სიტუაციის გაუმჯობესება და ზარალის დაფარვა იმით შევძელით, რომ გავააქტიურეთ ონლაინ გაყიდვები, უფასო მიტანის სერვისი დავნერგეთ, დავგეგმეთ აქციები. თუმცა, შემდეგ ამ ვითარებას დაემატა ლარის კურსის ცვლილება, მაგრამ მომწოდებლებთან შეთანხმებას მივაღწიეთ და მათ ფასები არ გაზარდეს. თუმცა,მიუხედავად ყველაფრისა ტექნიკის ბაზარი მაინც სტრესულ მდგომარეობაშია. ვცდილობთ, რომ რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთოთ , რათა მომავალი წლიდან ვითარება დასტაბილურდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ბაზრის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, ვალუტის კურსი და ა.შ. რადგან ლარის გაუფასურება არა მარტო ფასებზე ახდენს გავლენას, არამედ მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობაზე მოქმედებს, შესაბამისად ეს პირდაპირ ახდენს გავლენას“, - განმარტავს ანზორ ქოქოლაძე.



კანონის ეტაპობრივად შემოღების მექანიზმზე საუბრობს, „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექიც.


„კანონი შექმნეს და მაშინვე შევიდა ძალაში, წესით ჯერ უნდა განიხილონ იმ კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რა შეიძლება მოყვეს რეგულაციებს და რა ვადაში უნდა მიიღონ. წლის პირველ ნახევარში რეგულაციები ძალიან მკაცრად იყო დაცული ბანკების მხრიდან, მაგრამ მეორე ნახევრიდან ცოტა შერბილდა და ცოტა შეღავათები გააკეთეს,ისეთი სიმკაცრით აღარ უდგებოდნენ, ამიტომ პირველი 6 თვე უფრო რთული იყო კომპანიისთვის, ახლა დასტაბილურდა. ლარის გაუფასურებაც უარყოფითად აისახა, მაგრამ „ბეკოს“ სათაო ოფისი გვერდით დაგვიდგა, ჩვენი მოგების მარჟაც შევამცირეთ და ფასებმა პროდუქციაზე  მიზერული პროცენტით მოიმატა,“ - განმარტავს „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი.


როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „არაის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი ბულია აცხადებს, რეგულაციებმა კომპანიის გაყიდვებზე არ იმოქმედა და ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.


„რეგულაციების შემოღების შემდეგ გაყიდვების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა ჩვენს კომპანიაში და არც რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებები გაგვიტარებია ამ მიმართულებით. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ლარის კურსის ცვლილებას - შევეჩვიეთ ამ ფაქტს და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“, - აცხადებს ანი ბულია.


შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.


ნინო თამაზაშვილი






კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up