ტექინსპექტირების ვადის გადაცილება კვლავ ჯარიმას ექვემდებარება

ტექინსპექტირების ვადის გადაცილება კვლავ ჯარიმას ექვემდებარება

access_time2020-07-29 19:23:32

ტექინსპექტირების კომპანია გრინვეი განცხადებას ავრცელებს:

21 ივლისს ამოიწურა ავტომობილების ტექინსპექტირების ბოლო ვადა იმ ავტომფლობელებისთვის, ვისაც ტექინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდა. ვინც ამ ვადაში ვერ გაიარა ტექინსპექტირება, მაქსიმალურად უნდა იჩქარონ, რათა თავიდან აირიდონ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც ტექინსპექტირების ვადის გადაცილების გამო შეიძლება დაეკისროს ავტომფლობელს.

 

როგორც ცნობილია, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით,  კარანტინის გამო, ბევრმა ავტომფლობელმა ვერ მოახერხა საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარება. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მათ ტექინსპექტირების გასავლელად დამატებით 2 თვის ვადა მიეცათ, რომელიც 21 ივლისს ამოიწურა. შესაბამისად, ყველა ის ავტომფლობელი, რომელმაც ამ 2-თვიან ვადაშიც არ გაიარა ტექინსპექტირება, შესაძლებელია დაჯარიმდეს.

 

ჯარიმა ასევე შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ იმ ავტომფლობელს, ვისაც ტექინსპექტირება 21 ივლისის შემდგომ უწევთ, თუკი ისინი შესაბამის თარიღს გადააცილებენ.

 

ასე რომ, დროა გადაამოწმოთ, როდის უწევს თქვენს ავტომობილის ტექინსპექტირება და მოემზადოთ „გრინვეიში“ ვიზიტისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როდის გიწევთ ტექინსპექტორების გავლა და წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი, თქვენთვის სასურველ დროსა და მისამართზე, გრინვეის ვებ გვერდის www.umartivesad.ge ან ტელეფონის 2 99 77 77 საშუალებით.

 

თუ დაკავებული ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ „გრინვეის“ კონსიერჟის სერვისით - თქვენს ავტომობილს კონსიერჟი წაიყვანს, გაატარებს ტექინსპექტირებას და დაგიბრუნებთ უკან.


 

გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში. გაეცანით ამ ცვლილებებს გრინვეის“ ვებ გვერდზე და გაითვალისწინეთ ისინი ტექინსპექტირებისთვის მომზადებისას.

 

როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

2. სამუხრუჭე აღჭურვილობა

3. საჭით მართვის სისტემა

4. ხილვადობა

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება

7. შასი და მისი შემადგენლები

8. სხვა მოწყობილობები

9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)

10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის”  ნათქვამია განცხადებაში. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up