ტექდათვალიერების პროცესში დაწესებული სანქციები, შესაძლოა, გაუქმდეს

ტექდათვალიერების პროცესში დაწესებული სანქციები, შესაძლოა, გაუქმდეს

access_time2018-08-01 23:30:16

ინსპექტირების ორგანოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში ტექდათვალიერების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა, უნდა გაუქმდეს, რადგან სამართლებრივად, ჯერ არგამოქვეყნებული აქტის შესაბამისად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.


მთავრობამ გასული წლის 1 დეკემბერს 510-ე და 511-ე დადგენილებით დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც განსაზღვრა, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ინსპექტირების ცენტრებმა და რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები.



„პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ წერია, რომ რეგლამენტი მას შემდეგ შედის ძალაში, რაც ის საკანონმდებლო მაცნეს მიერ შეტანილ იქნება ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. ასოციაცია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს თუ მთავრობის ადმინისტრაციას კოდექსის ეს ჩანაწერი გამორჩათ და მათ საკანონმდებლო მაცნეს არ შეატყობინეს, რათა 510-ე და 511-ე დადგენილება შეეტანათ ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. დადგენილებები რეესტრში მხოლოდ 10 ივლისს დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც ასოციაციამ საკანონმდებლო მაცნეს წერილით მიმართა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ტექდათვალირების გაუვლელობის გამო 3 ათასამდე მძღოლი დააჯარიმეს. საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 50, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 200 ლარია.




„სხვადასხვა მიმართულებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს გახლავთ მაგალითად 5 ინსპექტირების ცენტრის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, ნაწილს უარი ეთქვა გაფართოვებაზე, ნაწილს აკრედიტაცია ჩამოერთვა. დააახლოები 4 ათასამდე ავტომანქანა ივნისის თვემდე დაჯარიმებულია სწორედ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის. თუკი არ არსებობს პარამეტრი ტექნიკური ინსპექტირების სამართლებრივად დაჯარიმება არის შეუსაბამო. დაახლოებით 50 ათასი, მეტი თუ არა ავტომობილი გატარებულია ინსპექტირებაზე, ამ დროს ინსპექტირების ცენტრები ამოწმებენ იმ პარამეტრებს, რომელიც ამოქმედებული არ იყო. ამ 50 ათასიდან დაახლოებით 1400 ავტომობილს აეკრძალა გადაადგილება. ანუ იმ ქმედებისთვის, რომელიც დასჯადი არ იყო. სახელმწიფომ ეს გააკეთა თავისი დაუდევრობით. ეს გახლავთ თანამდებობრივი დანაშაული, შესაბამისად თუკი არ გამოსწორდება შედეგები, იგივე პროკურატურას, რომელიც სწავლობს ახლა ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმართულ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაღალი ალბათობით შეუძლიათ დააყენონ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე სხვა სამთავრობო დაწესებულებებში. ეს არის სამსახურებლივი გულგრილობა“-განმარტავს ლევან ალაფიშვილი.



ის ამბობს, რომ სახელმწიფომ დაუდევრობის გამო პასუხი უნდა აგოს. ინსპექტირების ორგანოთა ასოციაცია აკრედიტაციის ცენტრისგან 5 ცენტრის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასოციაცია პროკურატურას მიმართავს.



მთავრობა რომ დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა, ფაქტია. ჩვენ განმარტებების გაკეთება ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-ს უწყებიდან გამოთხოვილი აქვს და მას მიღებისთანავე გავაცნობთ მკითხველს.


BM.GE





BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები
access_time2020-01-21 17:30:18
ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ...

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“
access_time2020-01-21 16:30:49
სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მილიონობით ლარი დაიხარჯა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ახლა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2016 წელს „კომერსანტს “განუცხადა, რომ 2018-2020 წელი იქნება კრიტიკული ზღვარი, როდესაც თვალსაჩინოდ დავინახავთ სოფლის მეურნეობის პროექტების...

საქართველოში მიმდინარე ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

საქართველოში მიმდინარე  ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს
access_time2020-01-21 15:30:18
საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა...


მსგავსი სიახლეები

up