„ტექდათვალიერების გადასახადზე ვაპირებთ ისეთი ზედა ზღვარის დაწესებას, რომელიც ჩვენს რეალობაზე იქნება მორგებული"

„ტექდათვალიერების გადასახადზე ვაპირებთ ისეთი ზედა ზღვარის დაწესებას, რომელიც ჩვენს რეალობაზე იქნება მორგებული"

access_time2016-11-11 19:00:59

 


როდის დაიწყება ავტომობილების ტექდათვალიერება და რომელი კომპანია განახორციელებს ტექდათვალიერებას? რამდენი ლარის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება ტექდათვალიერება? ამ საკითხებთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის" გადაცემა „კომერსანტის დროით" სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ ისაუბრა.

 

 

 

-ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოფიციალურად ამცნო საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილება, რომ გამოცხადა ინტერესთა გამოხატვის კომპანიის შესარჩევად კონკურსი, რომელიც საქართველოს მთავრობას მისცემს რეკომენდაციას და გვეტყვის რა მიმართულებით უნდა ამოქმედდეს საქართველოში ტექდათვალიერება, რომელიც 2018 წლიდან შევა ძალაში. რატომ გახდა ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება საჭირო რა უნდა გვითხრას ამ საკონსულტაციო კომპანიამ და მან რომ თქვას, რომ დღეს საქართველოს ბაზარი არ არის მზად ამისთვის ტექდათვალიერებაზე შეიძლება უარი ვთქვათ?

 


- სისტემა მოითხოვს სრულყოფას, ის უნდა იყოს გამჭვირვალე და აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გამოცდილი კონსულტანტი, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ექნება მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება და ასევე ანალოგიური სისტემის დანერგვის გამოცდილება მინიმუმ სამ ქვეყანაში. საქართველოში ავტოსატრანსპორტო პარკი არის მოძველებული, შესაბამისად ბევრი მანქანის ტექნიკური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და აქ არ უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ანუ ჩვენ ვერ მოვითხოვთ ეგრევე იმ სტანდარტების დაკმაყოფილებას, რომლებიც არის ევროპის წამყვან ქვეყნებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გარდამავალი წესის შემუშავება.

 

 

 

- რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თუნდაც პირველ ეტაპზე ქვეყანა, რომ 2018 წლიდან დავიწყოთ ტექდათვალიერება? 

 

 

- პირველ რიგში, მანქანა უნდა იყოს გამართული. თითოეულ პარამეტრს კიდევ გააჩნია ცალკე სტანდარტები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად შემდეგში ვისაუბრებთ, იქნება რაღაც შეღავათები პირველ ეტაპზე, მაგრამ რაც შეეხება ეკოლოგიას და უსაფრთხოებას, ამასთან დაკავშირებით ვერანაირ გამონაკლისს ვერ დავუშვებთ.

 

 

 

- რამდენად ბევრი ასეთი საკონსულტაციო კომპანიაა ევროპის მასშტაბით და მათ რა ინტერეს უნდა ჰქონდეთ, რომ შემოვიდნენ საქართველოში. ამასთან, დასახელდა თანხა 30 მილიონი. ამ თანხას ვინ დებს სახელმწიფო, კოპანია თუ ვინ?

 

 

- ჩვენ კომპანიებთან დაკავშირებით გვაქვს მკაცრი მოთხოვნები, ამიტომ ბევრი ასეთი კომპანია არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ინტერესთა გამოხატვაში ეს კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და საკმაოდ მძაფრი კონკურენცია იქნება. რაც შეეხება 30 მილიონის ინვესტირებას, ეს არის მეორე ეტაპი და კერძო ბიზნესის გასაკეთებელია. ჩვენ დეკლალირება გავაკეთეთ, რომ ეს იქნება თავისუფალი ბაზარი ანუ კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური, შეეძლება ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მას შეეძლება ააშენოს ტესტირების ცენტრები და დაიწყოს ოპერირება.

 

 

 

- ტექდათვალიერების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი იყო სოციალური ფონი, 2018 წელს გაუმჯობესდება ეს ფონი? რატომ მივიდა მთავრობა გადაწყვეტილებამდე, რომ 2018 წელს მოხდეს ამოქმედება?

 

 


პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ვადებს ადგენს პარლამენტი, შესაბამისად, პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ კანონი ამოქმედდეს 2018 წლიდან, მიყვება მთავრობაც. უკვე შემდგომი გადავადება გამორიცხულია და ჩვენ ველოდებით დაინტერესებული კომპანიების გამოჩენას.


 

 

 

-„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით ეს იქნება კორუფციის წყარო და იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც გვაქვს, ტექდათვალირება ოჯახებს შემოსავლის გარეშე დატოვებს. მისივე თქმით, მანქანების ძალიან დიდი ნაწილი ვერ შეძლებს ტექდათვალიერების გავლას. 2004 წელს როდესაც მოხდა ამის გაუქმება, ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ კორუფცია. დღეს როგორ იქნება დაცული ეს სფერო კორუფციისგან და ვინ განახორციელებს კონტროლს ამ მიმართულებით?

 

 


- ის, რაც 2004 წელს გაუქმდა, არ იყო ტექდათვალირება, ეს იყო ფულის დათვალიერება. ჩვენ დღეს ვქმნით პერიოდული ინსპექტირების სისტემას. ერთ-ერთი, რაშიც საკონსულტაციო კომპანია უნდა დაგვეხმაროს, არის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რაც გულისხმობს ადამიანური ფაქტორის მაქსიმალურად გამორიცხვას. ანუ როდესაც მანქანა შედის დათვალიერებაზე, აპარატურა, რომლითაც მოწმდება სხვადასხვა კომპომპონენტი ავტომატურად დაერთებულია ცენტრალურ ბაზასთან , ანუ მონაცემები ავტომატურად იტვირთება ცენტრალურ ბაზაში. ამასთან, მანქანების დათვალიერების დროს იქნება ვიდეო მონიტორინგი, რომლის ჩანაწერებიც იქნება შენახული, შესაბამისად, რისკები მცირდება. ამასთან, იქნება მკაცრი კონტროლი სახელწიფო უწყებების მხრიდან და დღეს ალბათ, ვერ ნახავთ სახელწიფო სტრუქტურას, სადაც კიდევ კორუფციაზე არის საუბარი.

 

 


- მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 1 175 000 მანქანაა რეგისტრირებული. რაც შეეხება წლოვანების მიმართულებით რას აპირებთ, მისცემთ ვადებს ძველი ავტომობილების მფლობელებს თუ რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ მათ?

 

 


- უნდა აღვნიშნო, რომ პერიოდული ინსპექტირების მიზანი მანქანების გაჩერება არ არის. ძველი მანქანა, ისევე როგორც ახალი, მოწმდება პარამეტრების შესაბამისად, რაც დადგენილია ქარხანა-მწარმოებლის მიერ ამ მანქანის გამოშვების წლის მიხედვით. ანუ 1990 წელსა და 2015 წელს გამოშვეებული მანქანები აბსოლუტურად განსხვავებული პარამეტრებით მოწმდება. იქნება მანქანები, რომლებიც პირველივე ტექდათვალირებას ვერ გაივლის, მაგრამ მათ მიეცემათ გონივრული ვადა და მანქანების მოწესრიგების შემდეგ შეუძლიათ თავიდან გაიარონ დათვალიერება. პერიოდულობაზე გაკეთდება განცხადება, შეიძლება ზოგიერთი ტიპის ავტომობილზე სხვა პერიოდი იყოს შემოწმებისთვის, ზოგიერთისთვის სხვა, მაგალითად ავტობუსი მოწმდება 6 თვეში ერთხელ დ ა.შ.

 

 

- ტექნდათვალიერება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში სხვანაირი ხომ არ იქნება და იქნება თუ არა პრობლემა საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების გავლა?

 

 

- ჩვენ არ ვაპირებთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები გავაჩეროთ, მაგრამ ალბათ, ოდნავ განსხვავებული მიდგომა გვექნება ტექდათვალიერების დროს. ეს იქნება მინიმალური სხვაობა, მაგრამ ჩვენ გვინდა ისევ საკონსულტაციო კომპანიასთან კონსულტაციების შემდეგ გავაკეთოთ ამაზეც განცხადება. საჭეგადატანილი ავტომობილები იქნება უფრო დიდი პრობლემა ალბათ, ვიდრე მარჯვენასაჭიანი მანქანა. ამ დროს მთლიანად ხდება მანქანის კონსტრუქციაში ჩარევა და არავინ იცის საჭის გადამტანი ადამიანების კვალიფიკაცია.

 

 


- რა ეღირება ტექდათვალიერება?

 

 


- გასაგებია, რომ ინვესტიციები ჩაიდება ამ სფეროში და გასათვალისწიენებელია, რომ საკმაოდ მძაფრი კონკურენციაც იქნება ამ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, მთავრობა გეგმავს, რომ დააწესოს ზედა ზღვარი, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს რეალობაზე.

 

 

 

- მძღოლები არიან მზად ტექდათვალიერებაზე გადავიდნენ?

 


- ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოებაც უკვე მომწიფდა იმისთვის, რომ ეს რეგულაცია დაწესდეს. პერიოდული ინსპექტირება ნიშნავს ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ეს არის სამოქალაქე პასუხისმგებლობა, რომ მანქანა გყავდეს გამართული.

 

 


- ერთია, ავტომობილების ტექნიკური გამართულობა, მაგრამ მეორეა საწვავის ხარისხი, გაზზე მომუშავე ავტომობილების თემა, ეს რეფორმა შეეხება მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას თუ ამ მიმართულებითაც იქნება გარკვეული რეგულაციები?

 

 

 

გაზის გამონაბოლქვი ეკოლოგიურად სუფთაა და გაზზე კარგად გადაყვანილი მანქანები ეკოლოგიისთვის იქნება გაცილებით უკეთესი. აქ პრობლემა არის რამდენად კარგად არის ეს სამუშაო შესრულებული. დღევანდელი კანონმდებლობითაც ეს მანქანები გადიან შემოწმებას, მაგრამ საკონსულტაციო კომპანიასთან ჩვენ ერთ-ერთ პუნქტად გვაქვს, რომ ამ ავტომობილების შემოწმება უნდა მოხდეს ერთ სივრცეში. დღეს გაზის აპარატურა მოწმდება ერთ ცენტრში, მეორე ცენტრში ხდება პერიოდული ინსპექტირება. დღევანდელი კანონმდბლობით საწვავის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, ჩემი ინფორმაციით შემოწმებაც მიმდინარეობს საკმაოდ მაღალ დონეზე. ამიტომ აქ საჭიროა წვის პროცესის შემოწმება.

 

 

- როდის გახდება ცნობილი გამარჯვებული კომპანია, როდის უნდა დადოს მან შედეგი და მთავრობამ რამდენ ხანში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?

 


- 8 დეკემბრამდე არის ვადა, როდესაც კომპანიებმა უნდა შემოიტანონ განაცხადი და გეგმა დალუქული კონვერტით ეკონომიკის სამინისტროში. წლის ბოლომდე სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამარჯვებული კომპანიის შესახებ. კონტრაქტი იქნება 2 წლიანი, ანუ პირველი ეტაპი გულისხმობს დახმარებას და შემდეგ 2018 წლიდან უკვე პროცესში ჩართვას.

 

 

 

- დაახლოებით 4 კომპანია გვყავს დღეს საქართველოში, რომელიც ამოწმებს ავტომობილებს, ეს კომპანიები გააგრძელებენ, თუ როგორ განისაზღვრება ვინ უნდა განახორციელოს ტექდათვალიერება?

 

 

- კომპანიას, რომელსაც სურს პერიოდული ტესტირების განხორციელება უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და აქ გარკვეული ცვლილებები გვექნება ალბათ, საკონსულტაციო კომპანიასთან კონსულტაციების შემდგომ. ამასთან, უნდა გაიაროს აკრედიტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ჩვენ ველოდებით აღნიშნული კომპანიების გამსხვილებასაც და ახალი მოთამაშეების შემოსვლასაც ამ ბაზარზე.

 

 

ბოლოს მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ დაელოდებიან მთავრობის განცხადებას და მოაწესრიგონ საკუთარი ავტომობილები. მინიმალური რაც არის, გამართული უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, საბურავები, წვა ხორციელდებოდეს ნორმალურად, საქარე მინები და ა.შ.

 



საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up