„ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს

„ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს"

access_time2017-10-26 13:30:50

„ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით თუ წავიდა, როგორც მიდის,  ავტოგაზის მოხმარება შემცირდება“.  ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. 



მისივე თქმით, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაძლოა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს, რითაც ზოგადად ბუნებრივი აირის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. 

 



„ბუნებრივ აირს დაახლოებით 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით წავიდა რა ფორმითაც მიდის, ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირდება. რაც ბუნებრივი აირის კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული. საუბარია, დაახლოებით, 400-500 ათას დოლარზე, რაც ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტებთანაა დაკავშირებული. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების 50% ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტომობილების ნახევარი გაჩერდა, ზოგადად ავტოგაზის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება,“ - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up