თეონა აქუბარდია: “როსტნეფტი”-ს შემოსვლა საქართველოში, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია

თეონა აქუბარდია: “როსტნეფტი”-ს შემოსვლა საქართველოში, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია

access_time2019-05-24 09:10:21

რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 % უკვე 25 წელია ოკუპირებული აქვს, ქართულ ენერგობაზარზე შემოსვლას ცდილობს. რასაც საქართველოში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა. და ეს მაშინ ხდება, როცა საქართველოს მოსახლეობის 99% ამბობს რუსეთი ოკუპანტია.


გავრცელებული ინფორმაციით, ქართული კომპანია „ვისოლი ჯგუფი“ და Роснефть-ი მოლაპარაკებებს აწარმოებეს. რა უნდა კომპანია „როსნეფტ“-ს (Роснефть), რომლის 95% წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციაა, ხოლო დევიზია „რუსეთის სასარგებლოდ“ საქართვლოში, არის თუ არა ეს ომი ტყვიის გარეშე?


რამდენად საფრთხის შემცველია „როსნეფტის“ გაძლიერება საქართველოში? ვგულისხმობთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „როსნეფტმა“ „გალფი“ იყიდა და „ვისოლის“ შეძენას აპირებს. იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში და გაზრდის თუ არა ეს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე? ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი” თეონა აქუბარდიას ესაუბრა.


„როსნეფტი“-ს საკითხი და რუსეთის ინტერესები საქართველოში ეკონომიკური ექსპანსიის, ჰიბრიდული ომის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.



არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რაც ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ თუნდაც 2006 წლის რუსული ემბარგოს შედეგად. როცა რუსეთმა გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად. სწორედ მაშინ დაიწყო ბაზრის დივერსიფიკაცია და ენერგოდამოუკიდებლობა გახდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ნუსხაში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად. სწორედ ამიტომ ეკონომიკა უნდა განვიხილოთ ეროვნული უსაფრხოების ჭრილში და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც “როსნეფტი“-ს ამ ბაზარზე გაფართოებაა.


„როსნეფტი“ ოპერირებს ოკუპირებულ რეგიონებშიც და რუსეთის ინტერესების გატარების ერთ-ერთი ბერკეტია, რაც საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ მძიმედ მოუბრუნდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.


ბოლოს დავძენდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამართლებრივი მოწყობა სასურველისგან შორს არის ჩემთვის, ვფიქრობ ამგვარი საკითხები სწორედ ამ საბჭოს განსახილველია.


რადგან ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიეკუთვნება კანონით და იმედი მაქვს, უფრო სწორედ მინდა იმედი მქონდეს, რომ ეს თემა იქნება ამ საბჭოს განსახილველ საკითხებს შორის“, – განაცხადა „აიპრესთან“ თეონა აქუბარდიამ.


ipress





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up